113 ღონისძიებით მონაწილეობა საერთაშორისო კამპანიაში „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ" - ჟურნალ „ქალთა ხმის" 2012 წლის ბოლო, მეექვსე ნომერი მთლიანად ამ თემას ეძღვნება.
ჟურნალი კონკრეტული ნაბიჯების ჩვენებით შეაჯამა წლის განმავლობაში გაწეული მუშაობა. მასში მოთხრობილია „ტორპედო ქუთაისზე" - როგორც კამპანიის სახეზე, მრგვალ მაგიდებსა და აქციებზე, ფორუმ-თეატრის წარმოდგენებზე, საინფორმაციო შეხვედრებზე. განსაკუთრებული ყურადღება მიექცა კამპანიაში ხელისუფლების ადგილობრივი სტრუქტურებისა და ახალგაზრდობის აქტურ ჩართვას.
კამპანიამ თვალნათლივ წარმოაჩინა ფონდი „სოხუმის" აქტიური საზოგადოებრივი იმიჯი და არა მარტო 16 დღის მანძილზე გააერთიანა მისი მრავალრიცხოვანი პარტნიორები, არამედ ძალადობის პრევენციისათვის სამომავლო გეგმებიც მოინიშნა.
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით. |