პარასკევი, 26.04.2024, 15:47
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 10 » მრგვალი მაგიდა ხონში
17:52
მრგვალი მაგიდა ხონში


ფონდის მიერ დასავლეთ საქართველოში ინიცირებული მრგვალი მაგიდების სერია ხონში  დაგვირგვინდა. ფონდის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ადგილობრივი ხელისუფლების, სოციალური სამსახურების, საგანმანათლებლო დაწესებულებების, დევნილი და ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

ექსპერტებმა თავისი თვალთახედვა წარმოადგინეს განსახილველი თემის გარშემო, რომელიც ყველა ჩატარებული მრგვალი მაგიდისათვის საერთო იყო ("ძალადობის მსხვერპლის დაცვა და ძალადობის პრევენცია: სოციალური თანამშრომლობა და რეფერირება), რის შემდეგაც საკითხის გარშემო დისკუსიები გაიმართა.

დამსწრეთათვის საინტერესი გამოდგა სოციალური სააგენტოების საქმიანობის უფრო ახლოს გაცნობა. „ბავშვების ძალადობისაგან დაცვის კუთხით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სახელმწიფოში სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა. ჩვენს სოციალურ სააგენტოს აქვს შესაბამისი რესურსი, რომ საჭიროების შემთხვევაში მოვათავსოთ ბავშვი შესაფერის გარემოში. კარგი იქნება თუ ასეთივე ქმედითი ნაბიჯები იქნება გადადგმული  ძლადობისაგან ქალთა დაცვის კუთხით".   

„სოციალური მუშაკები ხშირ შემთხვევაში თანადგომის ქსელის მოძიებას აწარმოებენ. ეს გვეხმარება დაზარალებულთა დასახმარებლად რესურსების გაზრდაში".

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა კოორდინირებული მუშაობის აუცილებლობას  გაუსვეს ხაზი: „გვქონდა პრეცენდენტი, როცა ოჯახში ძალადობის მსხვერპლს დახმარება გავუწიეთ, მაგრამ ეს ღონისძიება ბევრად უფრო ეფექტური იქნებოდა სხვა სოციალურ ინსტიტუტებთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობითა და კოორდინაციით".

მონაწილეებმა მოისმინეს თემის რწმუნებულების ინფორმაცია, რომლის შემდეგაც ერთხმად იქნა აღიარებული საზოგადოებასთან მეტი მუშაობისა  და სახელმწიფო და სხვა სერვისების შესახებ ადგილებზე სათანადო ინფორმაციის აუცილებლობა.

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.


კატეგორია: მრგვალი მაგიდები | ნანახია: 1249 | დაამატა: moderatori | ტეგები: EED | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0