ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16-დღიან კამპანიაში წელს ფონდი „სოხუმის" სახეს „ტორპედო ქუთაისი" წარმოადგენს.
ორ დეკემბერს გამართული საფეხბურთო მატჩში ფონდი „სოხუმის" მიერ გამართული აქციით დაიწყო. ლიდერ გოგონათა სკოლის წევრებმა ფეხბურთის გულშემატკივრებს საინფორმაციო ფურცლები, ბუკლეტები, პოსტერები დაურიგეს. რეზონანსული გამოდგა იმ კალენდრების დარიგება, რომელზეც „ტორპდოს" გუნდია გამოსახული სლოგანით- ძალადობა ბოროტებაა!
იმ დღეს, სტადიონზე შეკრებილი 5000-მდე ადამიანი გაეცნო ინფორმაციას ქალთა ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ კაპანიაზე. ამდენივემ გაიზიარა აქციის მიზანი, -ყველანი ერთად უნდა დავდგეთ ძალადობის წინააღმდეგ!
ფეხბურთის დაწყებამდე სოციალური რადიორგოლიც გაჟღერდა, რომელიც სპეციალურად კამპანიის ფარგლებში მომზადდა ფონდი „სოხუმის" მიერ.
ალბათ სიმბოლურია, რომ იმ დღეს, ფეხბურთის მატჩში მწვანე საფარზე „ტორპედოს" გამარჯვებით დასრულდა... |