კვირა, 24.11.2024, 00:50
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2012 » მაისი » 24

 

ქუთაისში, ფონდი „სოხუმის" ოფისში გაიმართა დასავლეთ საქართველოს 8 ქალაქის  (ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, ოზურგეთი, ბათუმი, ფოთი, ხობი, ზუგდიდი) ქალთა ლიგის წარმომადგენელთა ქსელური შეხვედრა.

შეხვედრაზე ქალთა ლიგის პლატფორმა შემუშავდა. ქალთა ლიგის მთავარი მიზანია -  ქალთა გაერთიანება გადაწყვეტილების მიმღებ სტრუქტურებში თანაბარი შესაძლებლობების მისაღწევად; გენდერული თანასწორობის პრინციპების გამყარება დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში;

სამოქმედო პლატფორმის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს ქალთა უფლებების დაცვა, მათი შესაძლებლობების გაფართოება და გენდერული თანასწორობის საერთო მიზნის მიღწევა;

სამოქმედო პლატფორმის ამოცანაა დასავლეთ საქართველოს ქალთა ლიგის გავლენის ზრდის უზრუნველყოფა და ადგილობრივი ხელისუფლების სტრუქტურებთან დიალოგის გაფართოება. დასავლეთ საქართველოს 8 ქალაქის ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების გამოვლენა და მათ გადაწყვეტაზე ზეგავლენა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ქალთა ელექტორატის სამოქალაქო აქტიურობის ამაღლებაზე ზეგავლენა.

1. საპარლამენტო არჩევნებში ქალთა ელექტორატის მონაწილეობის დონის 20% - მდე ამაღლება, წინა მოწვევის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით;

2. პარლამენტში ქალთა დონის არანაკლებ 30% - მდე ამაღლება;

3. საშუალო დონის ეკონომიკური მდგომარეობის ქალებისთვის უფასო მშობიარობის საკითხის გადაწყვეტა;

4. ოჯახში ძალადობის კანონში მოძალადის მიმართ ჯარიმის დაწესების შესახებ წინადადებების მომზადება;

5. ოფიციალური მოლაპარაკებების პროცესში ქალთა მონაწილეობის 50% - მდე აყვანა;

6. ადგილობრივ სახელისუფლო სტრუქტურებში ქალთა 35% - იანი დონის მიღწევა.

 

 შეკრებილებმა მოისმინეს მოდერატორების ინფორაციები ქალთა კლუბების მიერ ჩატარებული მუშაობის შესახებ. ითქვა, რომ ადგილობრივ ხელისუფლებასა და მედიასთან თანამშრომლობით მოსახლეობის არაერთი პრობლემა გადაიჭრა ( ბათუმში თავმოხდილი საკანალიზაციო ჭების საკითხი მოგვარდა; ხონში  სოციალურად დაუცველი ადგილობრივი თუ აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა წყლისა და ნაგვის გადასახადისგან გათავისუფლდა...)

დასასრულს, აქცენტი ქალთა ლიგის ერთობლივი - ქსელური მუშაობის მნიშვნელობაზე გაკეთდა; არაერთი ღონისძიება (კონკურსი, გამოფენა, ექსკურსია) დაიგეგმა.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 888 | დაამატა: admin | თარიღი: 24.05.2012

 

ბესიკ გაბაშვილის სახელობის პარკში უჩვეულო სანახაობა გაიმართა: ფონდი „სოხუმის"  ფორუმ-თეატრის ახალგაზრდა მსახიობები პარკში მყოფთ  ახალგაზრდული თეატრის მუშაობის ამსახველ ჟურნალებს, ბუკლეტებსა და საინფორმაციო ფურცლებს ურიგებდნენ.

 წარმოდგენის დაწყებამდე, რეჟისორმა მაგდა ჩიხლაძემ შეკრებილთ ფორუმ-თეატრის შესახებ მოკლედ და საინტერესოდ მოუთხრო. შემდეგ ახალგაზრდა მსახიობებმა  ძალადობის ამსახველი 5 სცენა  წარმოადგინეს. მაყურებელთა შორის  უცხოელებიც (გერმანელები) იყვნენ. ფორუმ-თეატრის მსახიობმა თამუნა იოსელიანმა გერმანელებს სცენებიდან დიალოგები უთარგმნა.

 „კარგია, როდესაც ძალადობის ამსახველი სცენები მეტი თვალსაჩინოებისთვის პარკში  - საზოგადოების თავშეყრის ადგილას იმართება. ეს თავისუფლების ერთგვარი გამოხატულებაა." (გერმანელი სტუმრის კომენტარი).

„მსგავსი ცოცხალი წარმოდგენები აუცილებელია, რათა ჩვენს ირგვლივ ( ოჯახსა თუ საზოგადოებაში) არსებული ძალადობის შემთხვევები გავითავისოთ და  მათი თავიდან აცილებისთვის თუნდაც ერთი ნაბიჯი გადავდგათ წინ" , - თამარ თუთისანი  ( 22-ე საჯარო სკოლა).

უცხოელმა სტუმრებმა ფორუმ-თეატრის სცენები ფოტოფირზე აღბეჭდეს და ფონდი „სოხუმის" იმ ვებ-გვერდით დაინტერესდნენ, რომელზეც ფორუმ-თეატრის შესახებ ინფორმაციების განთავსება ხდება.

 

პროექტი ხორციელდება „სოროსის" , ღია საზოგადოება, საქართველო.

მხარდაჭერით.

კატეგორია: ფორუმ-თეატრები | ნანახია: 964 | დაამატა: admin | თარიღი: 24.05.2012

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 47
სტუმარი: 47
მომხმარებელი: 0