პარასკევი, 26.04.2024, 21:49
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2012 » მაისი » 24 » ქალთა ლიგის ქსელური შეხვედრა
10:36
ქალთა ლიგის ქსელური შეხვედრა

 

ქუთაისში, ფონდი „სოხუმის" ოფისში გაიმართა დასავლეთ საქართველოს 8 ქალაქის  (ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, ოზურგეთი, ბათუმი, ფოთი, ხობი, ზუგდიდი) ქალთა ლიგის წარმომადგენელთა ქსელური შეხვედრა.

შეხვედრაზე ქალთა ლიგის პლატფორმა შემუშავდა. ქალთა ლიგის მთავარი მიზანია -  ქალთა გაერთიანება გადაწყვეტილების მიმღებ სტრუქტურებში თანაბარი შესაძლებლობების მისაღწევად; გენდერული თანასწორობის პრინციპების გამყარება დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში;

სამოქმედო პლატფორმის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს ქალთა უფლებების დაცვა, მათი შესაძლებლობების გაფართოება და გენდერული თანასწორობის საერთო მიზნის მიღწევა;

სამოქმედო პლატფორმის ამოცანაა დასავლეთ საქართველოს ქალთა ლიგის გავლენის ზრდის უზრუნველყოფა და ადგილობრივი ხელისუფლების სტრუქტურებთან დიალოგის გაფართოება. დასავლეთ საქართველოს 8 ქალაქის ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების გამოვლენა და მათ გადაწყვეტაზე ზეგავლენა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ქალთა ელექტორატის სამოქალაქო აქტიურობის ამაღლებაზე ზეგავლენა.

1. საპარლამენტო არჩევნებში ქალთა ელექტორატის მონაწილეობის დონის 20% - მდე ამაღლება, წინა მოწვევის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით;

2. პარლამენტში ქალთა დონის არანაკლებ 30% - მდე ამაღლება;

3. საშუალო დონის ეკონომიკური მდგომარეობის ქალებისთვის უფასო მშობიარობის საკითხის გადაწყვეტა;

4. ოჯახში ძალადობის კანონში მოძალადის მიმართ ჯარიმის დაწესების შესახებ წინადადებების მომზადება;

5. ოფიციალური მოლაპარაკებების პროცესში ქალთა მონაწილეობის 50% - მდე აყვანა;

6. ადგილობრივ სახელისუფლო სტრუქტურებში ქალთა 35% - იანი დონის მიღწევა.

 

 შეკრებილებმა მოისმინეს მოდერატორების ინფორაციები ქალთა კლუბების მიერ ჩატარებული მუშაობის შესახებ. ითქვა, რომ ადგილობრივ ხელისუფლებასა და მედიასთან თანამშრომლობით მოსახლეობის არაერთი პრობლემა გადაიჭრა ( ბათუმში თავმოხდილი საკანალიზაციო ჭების საკითხი მოგვარდა; ხონში  სოციალურად დაუცველი ადგილობრივი თუ აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა წყლისა და ნაგვის გადასახადისგან გათავისუფლდა...)

დასასრულს, აქცენტი ქალთა ლიგის ერთობლივი - ქსელური მუშაობის მნიშვნელობაზე გაკეთდა; არაერთი ღონისძიება (კონკურსი, გამოფენა, ექსკურსია) დაიგეგმა.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 870 | დაამატა: admin | ტეგები: NED | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0