შეხვედრაზე ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა აპრილში ჩატარებული მუშაობა შეაჯამეს.
ადვოკატირების ჯგუფის წევრებმა საცხოვრებელი კორპუსების სანაგვე ბუნკერების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით მოსახლეობაში გაკეთებული მოკვლევის შესახებ ისაუბრეს. მოკვლევამ აჩვენა, რომ მოსახლეობა მხარს უჭერს ქალაქის მერიის დასუფთავების სამსახურს, რათა განახორციელოს აღნიშნული პრობლემის ლოკალიზება.
კლუბის შეხვედრაზე გაკეთდა პრეზენტაცია ფონდი „სოხუმის" პუბლიკაციისა „ქალები მშვიდობის ძიებაში". შეკრებილებმა ინტერესით მოისმინეს ინფორმაცია ფონდის ახალი პუბლიკაციის შესახებ და სამშვიდობო პროცესში ჩართვის სურვილი გამოთქვეს.
შეხვედრას ამომრჩეველ ქალთა კლუბის ოცზე მეტი წევრი ესწრებოდა. |