პარასკევი, 26.04.2024, 00:17
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2012 » მაისი » 21

ხონის ქალთა კლუბის შეხვედრა სასიამოვნო სიახლით დაიწყო: აფხაზეთიდან დევნილი  ოჯახები, რომლებიც სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში 57 ათასზე ნაკლები ქულით არიან შეფასებული, კომუნალურიგადასახადებისგან (წყალი, დასუფთავება)  თავისუფლდებიან.

კლუბზე აღინიშნა, რომსამხედრო დასახლებაში მცხოვრებ დევნილებს წყალიისევ ძველი გრაფიკით (ერთი საათით) მიეწოდებათ. ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ბესარიონ ჭელიძის თქმით, წყლის გრაფიკი უახლოეს სამ თვეში დარეგულირდება.

კლუბის ადვოკატირების ჯგუფი მომავალში გაზიფიცირების საკითხზე იმუშავებს.

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 946 | დაამატა: admin | თარიღი: 22.05.2012

 

ფორუმ-თეატრის ძალადობის წინააღმდეგ მიმართული წარმოდგენები გრძელდება. ამჯერად შეხვედრა ახალგაზრდობის პარკში ჩატარდა. მაყურებელთა შორის იყვნენ უფროსი თაობის წარმომადგენლები და სკოლის მოსწავლეები. მაყურებელმა  სცენებისადმი დიდი ინტერესი გამოამჟღავნა.

ფორუმ-თეატრის სცენებს თბილისიდან ჩამოსული ახალგაზრდა ჟურნალისტებიც დაესწრნენ, თეატრალური სანახაობის შემდეგ გამართულ დისკუსიაში ჩაერთნენ, ფორუმ-თეატრის მსახიობებისგან და რეჟისორისგან ინტერვიუ აიღეს. სასიამოვნოდ გაკვირვებულნი დარჩნენ იმით, რომ ქუთაისში მსგავსი ხასიათის წარმოდგენები იმართება.

ლიკა ჩიქოვანი (ჟურნალისტი თბილისიდან): „ფორუმ-თეატრის წარმოდგენები - ეს არის სიახლე, რომელიც თავისი რეალურობით,  თავისუფლებითა და შემოქმედებითი მიდგომით გვხიბლავს. ვფიქრობ, ის ძალიან საინტერესო და სასარგებლოა ახალგაზრდებისათვის".

კატეგორია: ფორუმ-თეატრები | ნანახია: 809 | დაამატა: admin | თარიღი: 22.05.2012

თანამშრომლობის გაფართოების მიზნით, ფონდი „სოხუმის" წარმომადგენლები ხონის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს - ბესარიონ ჭელიძესა (ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე) და ბაჩანა ბასილაიას (ხონის მუნიციპალიტეტის მთავარი სპეციალისტი) შეხვდნენ.

შეხვედრაზე ითქვა, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ხონის ამომრჩეველ ქალთა კლუბის ადვოკატირების ჯგუფს მხარი დაუჭირა და ხონის სამხედრო დასახლებაში მცხოვრები სიღარიბის ზღვარს მიღმა კატეგორიის დევნილები კომუნალური  გადასახადებისგან (წყალი, დასუფთავება) გაათავისუფლა. აღინიშნა ისიც, რომ მოკლე ვადაში  დევნილებისთვის წყლის მიწოდების  საკითხიც მოგვარდება (დასახლებას წყალი მხოლოდ ერთი საათით მიეწოდება).

„დიდი ხანია ფონდ „სოხუმთან" ვთანამშრომლობთ. დევნილი მოსახლეობის ყოფითი პრობლემების მოსაგვარებლად  ადვოკატირების ჯგუფთან მუშაობა, ქალაქის საერთო პრობლემების დანახვასა და გადაჭრაში გვეხმარება. ჩვენ მზად ვართ შემდეგი ერთობლივი თანამშრომლობისთვის", - ბაჩანა ბასილაია.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 852 | დაამატა: admin | თარიღი: 22.05.2012

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0