პარასკევი, 29.03.2024, 15:26
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2012 » მაისი » 25

 

7 – 25 მაისს, SIDA- საერთაშორისო ტრენინგი ჩატარდა შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში თემაზე: რეზოლუცია 1325 -   ქალი, მშვიდობა და უსაფრთხოება".

ტრენინგზე წარმოდგენილი იყო კონფლიქტით დაზარალებული ქვეყნები: ლიბერია, სამხრეთ სუდანი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა,  კოლუმბია და საქართველო. 26 მონაწილეს შორის წარმოდგენილი იყო ფონდი „სოხუმის" წარმომადგენელი მირანდა გვანცელაძე.

Indevelop-ისა და Kvinna till Kvinna-ს ერთობლივი  ღონისძიება, რომელშიც ჩართულები იყვნენ   „ქალი, მშვიდობ და უსაფრთხოება"   სფეროში მოღვაწე მეცნიერები და პრაქტიკოსები,   სხვადასხვა საერთაშორისო და ეროვნულ პერსპექტივებს აერთიანებდა და მონაწილეებს შორის გამოცდილების გაზიარებაზე იყო ორიენტირებული.

თეორიული საკითხები: რეზოლუცია 1325-ის განხორციელების მნიშვნელობა, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა, ადამიანის უფლებები და გენდერული სამართალი, გენდერული ძალადობა (გამოცდილება შვედეთის პოლიციიდან), ადვოკატირება, სოციალური მედია და ა.შ.

საინტერესო იყო პროექტის მენეჯმენტზე მუშაობა. მონაწილეებს საშუალება ქონდათ შეემუშავებიათ  რეზოლუცია 1325-თან დაკავშირებული საკუთარი პროექტი, რომელსაც განავითარებენ ტრენინგის შემდგომ პერიოდში და მიღებულ შედეგებ  ნოემბერში, კოლუმბიაში დაგეგმილ ერთობლივ შეხვედრაზე წარადგენენ.

და ბოლოს, ტრენინგის განსაკუთრებული მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ იგი ხელს უწყობს ცნობიერების ამაღლებას გადაწყვეტილების მიღების ყველა დონეზე ქალთა მონაწილეობის მნიშვნელობაზე, ეროვნული და საერთაშორისო ქსელების ჩამოყალიბებას გაეროს რეზოლუცია 1325-ზე და ახალი მეთოდების შემუშავებას რეზოლუციის პრაქტიკაში განსახორციელებლად.

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 903 | დაამატა: admin | თარიღი: 25.05.2012

ქალებს ყოველდღიურ ცხოვრებაში უამრავი საქმის კეთება უწევთ, რაც მათ მორალურად თუ ფიზიკურად ძალიან ამძიმებთ. შეხვედრებზე მოსული ქალები, ცდილობენ ფსიქოლოგთან გულღიად ისაუბრონ, დაგროვილ კითხვებზე პასუხები იპოვონ, პრობლემებიდან  გამოსავალს ეძიებენ.

„ადამიანებს სხვების უარყოფით მხარეებზე  ყურადღების გამახვილება უყვართ,     საკუთარ თავზე ლაპარაკი კი -  არა. რას აძლევს ადამიანებს სხვების ცხოვრებაში ქექვა? რატომ დუმან ადამიანები საკუთარ თავზე? თითოეულმა ადამიანმა საკუთარ თავს უნდა დაუსვას შეკითხვა, რა სურს, რისკენ მიისწრაფვის, რა გზას ირჩევს ცხოვრებაში. რაც შეეხება სხვებს, უნდა შევეცადოთ, რომ მათ გავუგოთ და ისეთები მივიღოთ, როგორებიც არიან ", -  ურჩევს ფსიქოლოგი შეხვედრაზე მოსულ ქალებს..

ქუთაისის აფხაზეთიდან დევნილებით ჩასახლებულ ცენტრებში ფსიქოლოგმა 8 ჯგუფური შეხვედრა ჩაატარა. შეხვედრებს 17-დან 63 - წლამდე ასაკის 93 ქალი ესწრებოდა.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 849 | დაამატა: admin | თარიღი: 25.05.2012

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0