შეხვედრის მონაწილეებმა ადგილობრივი მოსახლეობის ერთ-ერთი პრობლემის ადვოკატირების მაგალითი მოიყვანეს - თაყაიშვილის ქუჩაზე უკვე დაწყებულია ბუნებრივი აირის დამონტაჟება...
პარკირებისა და წყლის ხარისხის საკითხი ამჯერადაც დაისვა. აღნიშნული პრობლემების გადაჭრის მიზნით, ადვოკატირების ხუთკაციანი ჯგუფი ამჯერად წერილობით მიმართავს ადგილობრივ თვითმმართველობას.
მოკლე ინფორმაცია გაკეთდა ქალაქში მიმდინარე ცვლილებებზე. აღინიშნა, რომ ოზურგეთში მიმდინარეობს შენობების ფასადების რეაბილიტაცია, იცვლება ქალაქის იერსახე.
კლუბში გაკეთდა პრეზენტაცია ფონდი „სოხუმის" პუბლიკაციისა „ ქალები მშვიდობის ძიებაში" (ავტორი: ეკატერინე გამახარია). ერთობლივი ქართულ-აფხაზური პროექტის ფარგლებში გამოცემული წიგნი საჩუქრად გადაეცა კლუბის წევრებს. მათ აღნიშნეს, რომ ინტერესით გაეცნობიან პუბლიკაციას და თვითონაც ჩაერთვებიან მშვიდობის ძიებაში.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED) |