|
14 მაისს, წყალტუბოში, კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმის" თავმჯდომარემ - ალლა გამახარიამ და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ - მამუკა საღარეიშვილმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლითაც განისაზღვრა ერთობლივი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები - საინფორმაციო სივრცის ორგანიზება, ინფორმაციის გაცვლა, ახალგაზრდული ინიციატივების წახალისება, ქალთა ჩართულობის ხარისხისა და როლის გაზრდა, თანამშრომლობა ადვოკატირებისა და ლობირების საკითხებსა და საზოგადოებრივი კამპანიების ჩატარებაში და ა.შ.
განისაზღვრა, ასევე, მხარეთა პასუხისმგებლობა და ვალდებულებები, მემორანდუმის მოქმედების ვადა.
მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუებში მხარეებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს ამ თანამშრომლობის მნიშვნელობა გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების დაცვის მხარდასაჭერად, მთლიანად დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის საქმეში.
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით. |