ჟურნალ „ქალთა ხმის" მეორე ნომერი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ქალთა მხარდაჭერის ცენტრებზე, რადგანაც ფონდი „სოხუმის" მუშაობა ამ რეგიონალურ სტრუქტურებშია გაშლილი.
ნომერში მოთხრობილია ტრენინგზე, რომელიც ჩატარდა ექვსივე ცენტრის მობილიზატორებისთვის. საინტერესოა სტატიები ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მუშაობაზე, ფსიქოლოგის კონსულტაციებზე სენაკის ცენტრში, საინფორმაციო შეხვედრებზე ქუთაისის ცენტრში.
განსაკუთრებით შთამბეჭდავია ინტერვიუ ხურჩის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორ ნანა ქანთარიასთან. სტატიაში კარგად ჩანს ნანას ძლიერი, გაუტეხელი ბუნება, მისი შემართება ცხოვრებისეული პრობლემების წინააღმდეგ... (ინტერვიუს წაკითხვა აქვე შეგიძლიათ).
ჟურნალის გაცნობა ბევრ რამეს მისცემს მკითხველს: შეხვედრებზე დასწრებისა და პრობლემების მოგვარების სურვილს, საკუთარი უფლებების განმტკიცების რწმენას და, რა თქმა უნდა, უკეთესი მომავლის იმედს...
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით. |