|
ქუთაისის, სენაკის, წყალტუბოს, ხონის, ფოთისა და ხურჩის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში 6 შეხვედრა-კონსულტაცია ჩატარდა. შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო 17-დან 48 წლამდე ასაკის 119 ქალმა.
დევნილმა გოგონებმა დედებისა და ქალიშვილების ურთიერთობებში არსებული პრობლემური საკითხები წამოწიეს: -დედაჩემი ძალიან თავშეკავებული, მკაცრი ქალია. მე მისგან შექება არასოდეს მიმიღია, მხოლოდ მკაცრი შენიშვნები და კრიტიკა. უმრავლეს შემთხვევაში-უსამართლო. ეს ძალიან უშლის ხელს ჩვენს ურთიერთობებს. ასე მგონია, თითქოს მას შურს ჩემი, - თქვა შეხვედრის მონაწილე გოგონამ.
-ზოგჯერ დედებს შეიძლება ჰქონდეთ შვილების მიმართ მსგასი გრძნობები, მაგრამ მიზეზი შეიძლება იყოს მრავალგვარი. მაგალითად, დედის მიერ ცხოვრებაში ხელიდან გაშვებული შანსი. გაგება იმისა, თუ რას გრძნობს ამ დროს დედა, შეუძლია მხოლოდ იმას, ვისაც ეს თვითონ გამოუცდია. ის თითქოს გაორებულია: ერთი მხრივ ამაყობს; მეორე მხრივ, წუხს, რომ მისი ცხოვრების საუკეთესო წლები უკანაა. თქვენ აუცილებლად უნდა ვაგრძნობინოთ მას, რომ დედას თქვენს ცხოვრებაში გარკვეული როლი უჭირავს... და თქვენ გამონახავთ საერთო ენას,-ურჩევს ასეთი პრობლემური ურთიერთობების მქონე დედებსა და გოგონებს ფსიქოლოგი.
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით. |