ოთხშაბათი, 24.04.2024, 11:07
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2011 » ივლისი » 21

ყოველთვიური შეხვედრების შედეგად გაიზარდა ქალთა კლუბის წევრების ინფორმირებულობის დონე , პოლიტიკაში მოსვლის ამბიცია.- გავხდით უფრო მიზანსწრაფულები და აქტიურები, მივიჩნევთ რომ ამომრჩეველ ქალთა კლუბის მუშაობა ნაყოფიერია,- აცხადებენ ისინი.

ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები წმინდა გიორგის სახელობის გიმნაზიის საკონფერენციო დარბაზში  კიდევ ერთ სიახლეს - საარჩევნო კოდექსში მოსალოდნელ ცვლილებებს (ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, კომისიის წევრთა გადამზადება თუ სხვა ) გაეცნენ.

ფონდი „სოხუმის" იურისტის ინგა მაღლაფერიძის მიერ ჩატარებულმა  ერთსაათიანმა ვორკშოპმა   მონაწილეთა შორის დიდი ინტერესი გამოიწვია. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ემხრობიან საკანონმდებლო ცვლილებებს, მიესალმებიან ახალ საარჩევნო კოდექსში გენდერული ასპექტის გათვალისწინებას.

ამომრჩეველ ქალთა კლუბის ლიდერმა, წმინდა გიორგის სახელობის გიმნაზიის დირექტორმა მანანა ნაჭყებიამ, ისაუბრა გიმნაზიის პედაგოგების საკვალიფიკაციო და მოსწავლეთა ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებაზე. აღსანიშნავია, რომ გიმნაზიის პედაგოგთა დიდი ნაწილი ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრიცაა.

შეხვედრის დასასრულს, ფონდი „სოხუმის" წარმომადგენელმა შეხვედრის მონაწილეთ მიაწოდა ინფორმაცია რუსი ფოტოხელოვანის ვიქტორია ივლევას ფოტოგამოფენის შესახებ-დარიგდა საინფორმაციო ბუკლეტები.

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 915 | დაამატა: admin | თარიღი: 22.07.2011

   
 

გამთენიისას ვანის რაიონის კურორტ  ამაღლების"  დევნილთა კოლექტიურ ჩასახლებაში ტრაგედია დატრიალდა.

მოულოდნელად გაჩენილმა ხანძარმა მთლიანად გაანადგურა ხის კოტეჯები, რომლებშიც წლების მანძილზე ცხოვრობდნენ დევნილები.

დღეს ღია ცის ქვეშ დარჩა:

13 ბავშვი (მათ შორის ერთი - სამი 3 თვის), 13 ქალი და 13 მამაკაცი.

ფონდი „სოხუმი" ერთ-ერთი პირველი ჩავიდა ვანში.

ჩვენ მოვუწოდებთ  ყველას,  გამოიჩინოს გულისხმიერება და დახმარების ხელი გაუწოდოს დაზარალებულებს.

კატეგორია: მიმართვები და ღია წერილები | ნანახია: 1143 | დაამატა: admin | თარიღი: 21.07.2011

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0