მთავარი »
2011 » ივლისი » 29 » „ქალთა ხმა“ პოლიტიკაში - ახალი ნომერი
17:32 „ქალთა ხმა“ პოლიტიკაში - ახალი ნომერი |
|
„თქვენი მუშაობა მეტად შთამბეჭდავია. თქვენ საკმაოდ გაძლიერდით, თანამშრომლობთ ადგილობრივ მთავრობასათან და პოლიტიკურ პარტიებთან. დარწმუნებული ვარ, ეს თანამშრომლობა ბევრად გააუმჯობესებს იმ ადამიანების ცხოვრებას, ვისთვისაც თქვენ მუშაობთ." - მარტა ბერტის (დემოკრატიის ეროვნული ფონდის ( NED) კოორდინატორი სამხრეთ კავკასიაში) ამ შეფასებით იწყება ჟურნალის ახალი ნომერი.
ცალკეული მასალა კონკრეტულ საქმეებზე უამბობს მკითხველს: რვა ქალაქში არსებული ამომრჩეველ ქალთა კლუბების აქტიურობაზე, ადგილობრივი მნიშვნელობის პრობლემების ადვოკატირებაზე, ფონდი „სოხუმის" საკანონმდებლო ინიციატივაზე. წარმოაჩენს იმ ქალთა პორტრეტებს, რომელთა ცხოვრებაშიც ფონდი „სოხუმის" დახმარებით სასიკეთო ცვლილებები მოხდა ბოლო წლების მანძილზე.
ჟურნალი, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც უხვადაა ილუსტრირებული - ფოტორკორესპონდენტ მანანა ლეშკაშელის ფოტოები კიდეც უფრო აძლიერებს ჟურნალის სათქმელს...
|
|
კატეგორია: საინფორმაციო ბიულეტენი |
ნანახია: 1028 |
დაამატა: admin
| რეიტინგი: 0.0/0 |