...ისევ ვანში ვართ.
დილით აქ ფონდი „სოხუმის" ხელმძღვანელობა ჩავიდა, დღის
მეორე ნახევარში კი უკვე სურსათი ჩავიტანეთ.
დამთრგუნველი სიტუაცია დაგხვდა: დამწვარი სახლის
ნარჩენები ისევ ხრჩოლავდა. სურათს კიდევ უფრო ამძიმებდა სახლის საძირკველში დაგრეხილი საწოლების
რკინები...
-ყველაფერი დავკარგეთ და მერამდენედ, მაგრამ კეთილი
ადამიანების იმედი გვაქვს. - ცრემლებს ვერ იკავებენ დევნილი ქალები.
21 ივლისს
გამთენიისას ვანის კურორტ „ამაღლებაში" ხანძრის შედეგად განადგურებულ საცხოვრებელ კოტეჯში მცხოვრები აფხაზეთიდან
დევნილი 12 ოჯახი ელემენტარული
საცხოვრებელი პირობების გარეშე - ფაქტობრივად, ქუჩაში დარჩა.
გუშინ დაზარალებულებთან ჩავიდნენ აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე
გია ბარამია და მთავრობის წარმომადგენლები. აფხაზეთის მთავრობამ ხანძრის შედეგად
უსახლკაროდ დარჩენილ თორმეტივე ოჯახს პირველადი დახმარების სახით გამოუყო
ათას-ათასი ლარი.
ვანში ჩავიდნენ ლტოლვილთა და განსახლების
სამინისტროს წარმომადგენლებიც, რომლებმაც განსახლების სხვადასხვა ვარიანტი
შესთავაზეს დევნილებს.
სამინისტროს იმერეთის განყოფილებაში გაიხსნა დევნილთა
დახმარების საკოორდინაციო შტაბი.
გაეროს წარმომადგენლებმა დევნილებს ჩაუტანეს გასაშლელი
საწოლები და პირველადი მოხმარების
ნივთები.
ჩვენ ყველა ქსელში გავაგზავნეთ ინფორმაცია ამ
ტრაგედიის შესახებ და ყველას მოვუწოდეთ, დახმარებოდნენ გაჭირვებაში ჩავარდნილ
ადამიანებს.
უამრავი გამოხმაურება მივიღეთ, რისთვისაც ყველას
მადლობას ვუხდით.
ფონდი „სოხუმის" ოფისში გროვდება ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, თეთრეული და სხვა აუცილებელი
ნივთები, რომელთაც ფონდის წარმომადგენლები პერიოდულად ჩაუტანენ ამაღლებაში
მცხოვრებ დევნილებს.
|