კვირა, 24.11.2024, 10:42
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2011 » ივლისი » 01

 

რუსეთისა და საქართველოს რუსული ენის მასწავლებლების დიალოგი

 

2011 წლის 2-დან 7 ივლისამდე ერევანში (სომხეთის რესპუბლიკა) ჩატარდება სარეაბილიტაციო-საგანმანათლებლო სემინარი რუსეთისა და საქართველოს რუსული ენის მასწავლებლებისათვის.

ღონისძიება იმართება პროექტის „ცხოვრება სამყაროში - ცხოვრება მშვიდობიანად" ფარგლებში, რომელიც მიმართულია ურთიერთთანხმობის დაბრუნებისა და პოსტკონფლიქტური შერიგებისაკენ მრავალმხრივი დიალოგის ინიცირებით რუსეთისა და საქართველოს  წარმომადგენლებს შორის.

პროექტი ხორციელდება ორი საზოგადოებრივი ორგანიზაციის პარტნიორობით: რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაცია - კავშირი „დონის ქალები" (რუსეთი) და არასამთავრობო ორგანიზაცია - კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი" (საქართველო). პროექტი არის ლოგიკური გაგრძელება  საქართველოსა და რუსეთის მშვიდობისმყოფელ ქალთა ალიანსის მონაწილეთა დიალოგისა, რომელიც დაიწყო თბილისში 2009 წლის დეკემბერში.

სემინარში მონაწილეობს 12 ქალი თითოეული ქვეყნიდან. პროექტში მონაწილეობის უფლება მათ მოიპოვეს რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს შორის გამართული სპეციალური კონკურსის შედეგად, რომელიც ერთდროულად ჩატარდა რუსეთსა და საქართველოში.

პროექტის მიმდინარეობისას პედაგოგები შეიძენენ ახალ უნარ-ჩვევებს სემინარ-ტრენინგის ციკლში, მონაწილეობას მიიღებენ მრავალწახნაგოვან დიალოგში ახალი ტექნოლოგიების შესახებ ჩვენს შემდგომი თაობის აღზრდაში მშვიდობისა და არაძალადობრივი კულტურის სულისკვეთებით, შეძლებენ, შეიმუშავონ პარტნიორული პროქტები მოსწავლეებში ტოლერანტული მსოფლმხედველობის ფორმირებისათვის.

ერევნის სემინარის (ჩაფიქრებული ციკლის პირველი სემინარის) მიზანია, ფსიქოლოგიური დახმარება გაუწიოს მონაწილეებს, რაც მიმართულია პროფესიული „გადაწვის" პროფილაქტიკისაკენ, პიროვნული რესურსების გაძლიერებისაკენ, ურთიერთნდობის გარემოს შექმნისა და გუნდის განმტკიცებისაკენ.

სემინარის წამყვანები იქნებიან ფსიქოლოგები რუსეთის სამხრეთ ფედერალური  ოლქიდან, რომელთაც გავლილი აქვთ სპეციალური მომზადება პოსტტრავმული სტრესული დარღვევების მქონე ადამიანების ფსიქოლოგიური დახმარების გასაწევად.

 

სემინარის ჩატარების ადგილი

                                                    "Armenian Royal Palace",

სომხეთის რესპუბლიკა, ქ. ერევანი, სილიკიანის რაიონი

მე-4 ქუჩა, სახლი 17/1

ტელ.: +374 10 319 119, 319484 ფაქსი: +374 10 380338

 

დამატებითი ინფორმაცია სემინარისა და პროექტის შესახებ შეიძლება მიიღოთ ფონდ „სოხუმში" - 8 431 27 29 02 (საკონტაქტო პირი - ლალი შენგელია)

კატეგორია: მიმართვები და ღია წერილები | ნანახია: 1366 | დაამატა: admin | თარიღი: 01.07.2011

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0