კვირა, 24.11.2024, 10:43
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2011 » ივლისი » 28

ივლისში „საზოგადოებრივ მისაღებს" ქუთაისის სატრაქტორო ქარხნის ადმინისტრაციულ შენობაში ჩასახლებულმა  დევნილმა ვ. ჩიქოვანმა მიმართა, რომლის ოჯახიც   მეათე (ბოლო) სართულზე ცხოვრობს. ძლიერმა ქარმა და წვიმებმა სახურავი( და მთლიანად ბინა) იმდენად დააზიანა, რომ ოჯახი, დროებით, იმავე ბინის მერვე სართულზე შეასახლეს. ამჟამად ბინის ოფიციალური მფლობელი ითხოვს მის დაცლას. დაზარალებული ოჯახი კი- საცხოვრებლად უვარგისი ბინის გარემონტებას.

დევნილი მოქალაქის ვ.ჩიქოვანის თხოვნით, შედგენილ იქნა განცხადება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან  იგპ-თა, ლტოლვილთა და განსახლების რეგიონული სამმართველოს უფროსის დ.აფციაურის სახელზე.

„საზოგადოებრივი მისაღების" იურისტები ელოდებიან რეგიონული სამმართველოს ოფიციალურ პასუხს, შემდგომი სამართლებრივი რეაგირებისათვის.

შეხვედრებზე აქტუალურია კითხვა: ადგილობრივ მოქალაქეებზე დაქორწინებული დევნილი ქალბატონების შვილებს, რომელთაც აქვთ დევნილის სტატუსი, გამოეყოფათ  თუ არა საცხოვრებელი ფართი?

რეგიონულმა სამმართველომ, არსებული კანონმდებლობიდან გამომდინარე, დევნილებს განუმარტა: რომ საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდებიან მხოლოდ დევნილი ქალბატონები და არ მათი შვილები, მიუხედავად იმისა, რომ აქვთ დევნილის სტატუსი.

ფონდი "სოხუმის” იურისტებთან შეხვედრების შედეგად, დევნილი მოქალაქეები  ბევრ საჭირბოროტო ყოფით საკითხს დადებითად აგვარებენ.     

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 1030 | დაამატა: admin | თარიღი: 28.07.2011

ივლისში  კლუბის „მინდა ყველაფერი ვიცოდე აფხაზეთზე" 4 შეხვედრა ჩატარდა. მასში ორმოცდაათამდე გოგონა მონაწილეობდა. შეხვედრების თემა იყო-„გულრიფშის რაიონი და მისი გეოგრაფიული მნიშვნელობა".

 

შეხვედრები  კლუბში აღნიშნულ  თემაზე  ქუთაისში, წყალტუბოში, ფოთსა და სენაკში ჩატარდა.  კლუბის წევრი გოგონები  შეხვედრებზე გულრიფშის რაიონზე მიმოხილვითი საუბრის შემდეგ იხილავენ საშინაო დავალებას, რაც მათ ახალ ინიციატივას წარმოადგენს. ასეთი მეთოდებით ისინი დამოუკიდებელ მუშაობას ეჩვევიან და  თავიანთი მუშაობის პრეზენტაციასაც აკეთებენ.

ლიკა ხორავა: - კლუბის შეხვედრებზე, მე , როგორც ქართულის მასწავლებელმა, ბევრი რამ ვისწავლე.  თემები  აფხაზეთზე საინტერესოდ არის შერჩეული. აქ არა მხოლოდ მის  გუშინდელ დღეზეა საუბარი, არამედ-დღევანდელობაზეც, წინ არის წამოწეული  მშვიდობისმყოფელობის თემა.

 

კლუბის პირველი შეხვედრა დაემთხვა ცნობილი რუსი ფოტოჟურნალისტის ვიქტორია ივლევას ფოტოგამოფენას ქუთაისში. ქუთაისის, წყალტუბოსა და ხონის კლუბების წევრი გოგონები აქტიურად ჩაერთნენ ამ ღონისძიებაში.

- აღნიშნული გამოფენა, თავისი არსით, ახლოს დგას ახალგაზრდული პროექტის მიზანთან, რადგან კულტურა დიდ გავლენას ახდენს თაობათა  სამშვიდობო სულისკვეთებით ჩამოყალიბებაში, - ითქვა შეხვედრაზე.

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 1119 | დაამატა: admin | თარიღი: 28.07.2011

კლუბის მუშაობა გაიმართა ვორკშოპის ფორმატით თემაზე - „საქართველოს საარჩევნო კოდექსში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ". დაწვრილებითი ინფორმაცია  ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებს ფონდ „სოხუმის" იურისტმა ინგა მაღლაფერიძემ მიაწოდა.

 - საარჩევნო კოდექსის დახვეწა წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.  უნდა გადამოწმდეს, დაზუსტდეს სიები, კომისიის წევრთა მუშაობა უფრო გამჭვირვალე უნდა გახდეს,-მიიჩნევენ ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები.

- ვცდილობთ ყოველი შეხვედრა ახალი ურთიერთობებისა და ცვლილებების მომტანი იყოს.  ვსაუბრობთ  ჩვენთვის საჭირბოროტო ყველა საკითხზე, მათი გადაჭრის გზებზე. ახლახან  ქალაქში სისუფთავის დაცვის პრობლემა დავსვით. ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ამ მხრივ საზოგადოების თვითშეგნების ამაღლება. ყველა მოქალაქის ვალია, გაუფრთხილდეს გარემოს, არ დააბინძუროს ის.  შევეცდებით, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ მეტად რთულ, მაგრამ აუცილებელ საქმეში, -ამბობენ კლუბის წევრები. 

შეხვედრის დასასრულს, კლუბის წევრებმა რუსი ფოტოხელოვანის ვიქტორია ივლევას ფოტო-გამოფენის მნივშვნელობაზე ისაუბრეს.

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 1013 | დაამატა: admin | თარიღი: 28.07.2011

 

ფონდი „სოხუმის" მიერ ინიცირებული „თოქ-შოუს" თემა აქტიური ქალების მიმართ მედიის დამოკიდებულებას ეხებოდა. 

როგორია მედიის გენდერული ვექტორი საქართველოში - პრესის, რადიოს, ტელევიზიის, სოციალური ქსელების თვალსაზრისით; აღიქვამენ თუ არა მედიას მოკავშირედ აქტიური ქალები და განსაკუთრებით ისინი, ვინც პოლიტიკაში არიან; რამდენად დგას მედიის დღის წესრიგში ქალთა თემატიკა და როგორია სარედაქციო პოლიტიკა ამ კუთხით.

რა გამოცდილება აქვს ფონდ „სოხუმს" ამ მიმართულებით და რამდენად შეიძლება მისი განზოგადება -  მაყურებელს საშუალება ჰქონდა, მოესმინა ფონდი „სოხუმის" წევრების, ჟურნალისტების, საზოგადოების წარმომადგენლების, აქტიური ქალების დისკუსიები ამ საკითხებზე.

გადაცემაზე ცენტრალური და რეგიონალური მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა, ქალბატონებმა, რომელთაც თავისი საქმიანობით კარგა ხანია გააკეთეს პიროვნული და პროფესიული განაცხადი სხვადასხვა სფეროში, თავისი დამოკიდებულება გამოხატეს ფონდის მიერ ინიცირებული სადისკუსიო თემების მიმართ. გაკეთდა  მედიის გენდერული პოლიტიკის  ანალიზი, მიმოხილული იყო თემები, რომლების ქალებთან მიმართებაში ყველაზე მოთხოვნადია, მედიის  კოსტრუქციულობის საკითხი მათთან მიმართებაში.

საინტერესო განხილვა მოეწყო იმასთან დაკავშჲრებით, თუ როგორ აშუქებენ ქართული მედიასაშუალებები  ქალის თემას. ითქვა,  რომ სასურველი იქნება, თუკი ქართული ტელესივრცე უფრო მეტ დროს და ადგილს დაუთმობს ქალთა თემატიკას.

ეკა ფხაკაძემ ისაუბრა ფონდი „სოხუმის" დაკვეთით დამზადებულ ფილმზე - „რთული არჩევანი - ქალი პოლიტიკაში".  შეეხო ფილმის ორ პერსონაჟს, რომლებიც ნიჭიერი, წარმატებული ქალების საუკეთესო მაგალითს წარმოადგენენ და აღნიშნა, რომ მსგავსი პროფესიონალების  პოპულარიზაციით შეიძლება ბევრი ახალგაზრდა  ლიდერი ქალის  მოტივირება.

ფონდი "სოხუმის” საინფორმაციო სექტორის ხელმძღვანელმა აღნიშნა, არამარტო ქუთაისში, არამედ თითქმის მთელ დასავლეთ საქართველოში არ დარჩენილა აქტიური, საზოგადოების მიერ დაფასებული ქალბატონი, რომელიც სხვადასხვა დროს ფონდის საინფორმაციო მუშაობის თვალსაწიერში არ მოხვდა. ეს იყო არა მარტო მათი პოპულარიზაცია, საზოგადოებისათვის მათი საქმიანობის გაცნობა, არამედ სხვა ქალების მოტივაციაც აქტიური სამოქალაქო და პოლიტიკური საქმიანობისათვის.   

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: TV გადაცემები | ნანახია: 961 | დაამატა: admin | თარიღი: 28.07.2011

ივლისში, 8 ჯგუფური და 6 ინდივიდუალური შეხვედრა ჩატარდა ფონდი "სოხუმის” ფსიქოლოგთან ქუთაისის კოლექტიურ ცენტრებში. შეხვედრებში მონაწილეობდა 19-დან 61 წლამდე ასაკის 86 ქალი.

 თითქმის ყველა შეხვედრაზე ჩნდება კითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ უჭირთ ადამიანებს  ცუდი მოგონებების დავიწყება. დევნილებს, რომლებთაც ცხოვრებაში არაერთი მძიმე წუთი ჰქონიათ, ფსიქოლოგისგან აინტერესებთ დაგროვილი  უარყოფითი ემოციებისაგან გათავისუფლების გზები.

-ჩვენი გონება მუშაობს როგორც  მოწყობილობა, რომელიც პირველ რიგში აგროვებს და იმახსოვრებს ყველაფერ ნეგატიურს,- როგორ მოვიქცეთ?- სვამენ შეკითხვას შეხვედრის მონაწილე დევნილი ქალები.

-ცუდი მოგონებებისაგან რომ გავთავისუფლდეთ, აუცილებელია გონებაში ახალი, ნათელი შთაბეჭდილებების  მიზანმიმართული თავმოყრა. დაიმახსოვრეთ, თუ გაამახვილებთ ყურადღებას თქვენი ცხოვრების  დადებით მომენტებზე, მაშინ ის თვითონ დაივიწყებს არასაჭირო ინფორმაციას,-აკეთებს კომენტარს ფსიქოლოგი.

დევნილი ქალები, ფსიქოლოგთან ხშირი  შეხვედრების შედეგად,  თანდათან უფრო გახსნილნი ხდებიან თავიანთი რთული პირადი თუ საოჯახო პრობლემების მოგვარებაში.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1085 | დაამატა: admin | თარიღი: 28.07.2011

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0