ხუთშაბათი, 28.11.2024, 03:57
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2011 » ივლისი » 26

ფონდის მორიგი რადიოგადაცემა პროექტის ფარგლებში ბოლო პერიოდში განხორციელებულ საქმიანობას აშუქებს.  

გადაცემაში გაჟღერდა დემოკრატიის ეროვნული ფონდის წარომადგენლის, მარტა ბერტის ინტერვიუ. მან აღნიშნა, რომ NED საქართველოში მუშაობს დემოკრატიის განვითარებისა და მხარდაჭერისთვის. ის მიესალმება ქალთა აქტიურობას საქართველოში, მაგრამ თვლის, რომ ჯერ კიდევ საკმაო სამუშაოა გასაწევი.

ზუგდიდის ამომრჩეველ ქალთა კლუბის აქტივისტები საუბრობენ იმაზე, რომ ქალთა საზოგადოებამ აქტიურად უნდა ითანამშრომლოს სახელისუფლებო რგოლთან და გააჟღეროს  აქტუალური პრობლემები, ორიენტირებული იყოს მათ გადაწყვეტაზე.

გადაცემაში გაშუქდა ფონდის ახალგაზრდა ლიდერთა სკოლის საქმიანობა, რომელიც ამ ეტაპზე დემოკრატიის კურსს გადის. „ჩვენ როგორ თაობასაც გავზრდით, ისეთ სახელმწიფოს ავაშენებთ. ხვალ ისინი მოვლენ ქვეყნის სამართავად", - აღნიშნა  ქუთაისის საკრებულოში გოგონებთან გამართულ შეხვედრაზე საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან ხვადაგიანმა.

   ქალთა პოლიტიკური რესურს-ცენტრის დამფუძნებელი  ლიკა ნადარაია, რომელიც გოგონებთან მუშაობდა, აღნიშნავს: „საქართველო არასოდეს არ იყო ისეთი  პრომამაკაცური, როგორიც ახლაა და ეს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს დემოკრატიის ხარისხს ქვეყანაში. ახალი თაობა ბევრად უფრო გახსნილი და თავისუფალია და თავის სიტყვას აუცილებლად იტყვის".
 
 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: რადიოგადაცემები | ნანახია: 1045 | დაამატა: admin | თარიღი: 26.07.2011

26 ივლისს ფონდი „სოხუმის" წარმომადგენლები კიდევ ერთხელ ჩავიდნენ ვანის კურორტ „ამაღლებაში". მათ ხანძრის შედეგად დაზარალებული  აფხაზეთიდან დევნილი  12 ოჯახი მოინახულეს.  

დევნილებს ჰუმანიტარული დახმარების სახით გადაეცათ ტანსაცმელი, სათამაშოები, მსუბუქი საბნები, ჰიგიენის საშუალებები( საპონი, შამპუნი და სხვა). აღნიშნული  დახმარება დევნილთათვის  არასამთავრობო ორგანიზაცია - „WORLD VISION"-მა (ქუთაისის ფილიალი - დავით ჩხობაძე) გამოყო.

სააქციო საზოგადოება „ორგტექნიკამ" დაზარალებულ 12-ივე ოჯახს საჩუქრად გაუგზავნა სხვადასხვა სახეობის „კავკასიური ელიტური ჩაი".

დევნილები მადლიერებას გამოხატავენ იმ სამთავრობო თუ არასამთავრობო  სტრუქტურების მიმართ, რომელთაც დიდი ყურადღება და სითბო გამოიჩინეს(აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, სოროსის ფონდი  და ფონდი „სოხუმი", WORLD VISION).

აღსანიშნავია, რომ  ჯერ კიდევ უმძიმესია ხანძრის შედეგად დაზარალებულთა მდგომარეობა-ისინი დევნილ ოჯახებს აფარებენ თავს, რამდენიმე მათგანი ღამეს ღია ცის ქვეშ ათევს.

დევნილები, მიუხედავად მძიმე სოციალური ფონისა,  ხვალინდელი დღის იმედს არ კარგავენ: მათ უკვე დაათვალიერეს ფოთში დევნილთათვის აშენებული ბინები. ვარაუდობენ, რომ მათი განსახლება ფოთში უახლოეს მომავალში-აგვისტოს ბოლოდან დაიწყება.

კატეგორია: აქციები | ნანახია: 926 | დაამატა: admin | თარიღი: 26.07.2011

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0