ივლისში, 8 ჯგუფური და 6 ინდივიდუალური შეხვედრა ჩატარდა ფონდი "სოხუმის” ფსიქოლოგთან ქუთაისის კოლექტიურ ცენტრებში. შეხვედრებში მონაწილეობდა 19-დან 61 წლამდე ასაკის 86 ქალი.
თითქმის ყველა შეხვედრაზე ჩნდება კითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ უჭირთ ადამიანებს ცუდი მოგონებების დავიწყება. დევნილებს, რომლებთაც ცხოვრებაში არაერთი მძიმე წუთი ჰქონიათ, ფსიქოლოგისგან აინტერესებთ დაგროვილი უარყოფითი ემოციებისაგან გათავისუფლების გზები.
-ჩვენი გონება მუშაობს როგორც მოწყობილობა, რომელიც პირველ რიგში აგროვებს და იმახსოვრებს ყველაფერ ნეგატიურს,- როგორ მოვიქცეთ?- სვამენ შეკითხვას შეხვედრის მონაწილე დევნილი ქალები.
-ცუდი მოგონებებისაგან რომ გავთავისუფლდეთ, აუცილებელია გონებაში ახალი, ნათელი შთაბეჭდილებების მიზანმიმართული თავმოყრა. დაიმახსოვრეთ, თუ გაამახვილებთ ყურადღებას თქვენი ცხოვრების დადებით მომენტებზე, მაშინ ის თვითონ დაივიწყებს არასაჭირო ინფორმაციას,-აკეთებს კომენტარს ფსიქოლოგი.
დევნილი ქალები, ფსიქოლოგთან ხშირი შეხვედრების შედეგად, თანდათან უფრო გახსნილნი ხდებიან თავიანთი რთული პირადი თუ საოჯახო პრობლემების მოგვარებაში.
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით. |