კვირა, 24.11.2024, 00:52
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2010 » ნოემბერი » 25

16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ

 

 

25 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე, ფონდი "სოხუმი”,  ტრადიციულად, ერთვება ყოველწლიურ საერთაშორისო-საინფორმაციო კამპანიაში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.

 

მიმდინარე წელს აღინიშნება   კამპანიის 20 წლისთავი.

 

წლევანდელი კამპანია აქციის ორგანიზატორებმა დაუკავშირეს მილიტარიზმსა და ქალთა მიმართ ძალადობას შორის კავშირს. ჩვენც ვემხრობით მოსაზრებას, რომ მილიტარისტული ცნობიერება  არის სამყაროს აღქმის განსხვავებული გზა.

 მილიტარიზმის მხარდაჭერა ნიშნავს პრობლემის ძალადობრივი გზით გადაწყვეტის უპირატესობის აღიარებას და გააჩნია განუზომელი მოქმედება ქალზე. მას შეიძლება დაუპირისპირდეს მხოლოდ განათლება, ჯანდაცვა, სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური უსაფრთხოება! 

ამიტომაც აერთიანებს მსოფლიოს კეთილი ნების ყველა ადამიანს კამპანიის სლოგანი

  "ბოლო მოვუღოთ ქალთა მიმართ ძალადობას!”

 

ფონდის წევრები, მოხალისეები, პარტნიორები და ბენეფიციარები მთელი დასავლეთ საქართველოს მასშტაბით კამპანიის მიმდინარეობის დროს გეგმავენ აქციებს, შეხვედრებს საზოგადოებასთან, მრგვალ მაგიდებს, ფილმების ჩვენებასა და დისკუსიებს, სატელევიზიო და რადიოგადაცემებს, ფორუმ-თეატრის წარმოდგენებს; გაავრცელებენ კამპანიისთვის საგანგებოდ დაბეჭდილ პოსტერს, კალენდარს, ბუკლეტს.

 

ჩვენ ვთვლით,

 რომ  ძალადობა ბოროტებაა,

თქვენ შეგიძლიათ, გახდეთ კამპანიის მონაწილე!
კატეგორია: მიმართვები და ღია წერილები | ნანახია: 1060 | დაამატა: admin | თარიღი: 25.11.2010

22 ნოემბერს რადიო „ძველი ქალაქის" ეთერით მორიგი რადიომონოლოგები გავიდა.

 ერთი ისტორია დევნილი ოჯახის პოსტკონფლიქტურ ყოფას, შეცვლილი სოციალური რეალობების შედეგად შერყეულ ოჯახურ ჰარმონიას ეხება...

მეორე ისტორია ძალიან ბევრ ადამიანს დააფიქრებს: „ადამიანი, რომელიც მიყვარდა, მასაც ვუყვარდი, ნარკომანი აღმოჩნდა...

მიყვარს და ხელს ვერ ვკრავ. რადაც არ უნდა დამიჯდეს, ვიბრძოლებ მისი გამოჯანმრთელებისთვის". - თუმცა სიუჟეტის გმირს გაცნობიერებული აქვს საკუთარი მდგომარეობის სირთულე...

გადაცემის დროს გაჟღერდა ინფორმაციები 16-დღიანი კამპანიის, მისი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღების შესახებ.

კატეგორია: რადიოგადაცემები | ნანახია: 1676 | დაამატა: admin | თარიღი: 25.11.2010

კამპანიის პირველი დღის დამამთავრებელი აკორდი „რიონის" ეთერით გასული ტელეგადაცემა აღმოჩნდა.

გადაცემის არატრადიციულმა ფორმატმა - ახალგაზრდული ფორუმ-თეატრის ჩართვა საზოგადოებრივი დისკუსიების სტიმულირებისათვის - გადაცემის რეზონანსულობა განსაზღვრა.

თემები - ძალადობა ქალზე, მოხუცებზე, მოხუცებზე,აგრესიის მაღალი ხარისხი ახალგაზრდებში, გაუცხოება,ღირებულებების საკითხი,- მაყურებლისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა:

 „ასეთი გადაცემები ძალიან აქტუალურია"

„მადლობა იმისათვის, რომ მსგავსი თემები წამოსწიეთ"

„ამ სცენებმა ჩემი ცხოვრება დამიყენა თვალწინ"

„მეტი უნდა ვიფიქროთ იმაზე, რათა საზოგადოება უფრო ჯანსაღი იყოს"

- ეს რეპლიკები მაყურებელთა უწყვეტი ზარების დროს ისმოდა. ფონდი „სოხუმი" კვლავაც გააგრძელებს ამ საკითხების ირგვლივ საზოგადოებრივ დისკუსიებს.   

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: TV გადაცემები | ნანახია: 1099 | დაამატა: admin | თარიღი: 25.11.2010

ქალი და სტერეოტიპები"- ასეთი იყო მრგვალი მაგიდის თემა, რომელიც ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩატარდა. შეხვედრას ფონდი „სოხუმის"  ლიდერ გოგონათა სკოლის წევრები ნელი უნგიაძე და რუსიკო ჯგუბურია უძღვებოდნენ.

 შეხვედრის დასაწძისში მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია კამპანიის შესახებ.

„ახალგაზრდების დამოკიდებულება ქალის სოციალური როლისადმი"- ამ პრობლემის განხილვას აქტიური დისკუსია მოჰყვა.

„ქალის საქმიანობა არ უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ ოჯახით, ის აქტიურად უნდა იყოს ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში",- ასეთი იყო მრგვალი მაგიდის მონაწილეთა საერთო მოსაზრება.

შეხვედრის მონაწილეებს ფონდი „სოხუმის" მიერ მომზადებული, კამპანიის ამსახველი პოსტერები, კალენდრები, ბლოკნოტები დაურიგდათ.    

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: მრგვალი მაგიდები | ნანახია: 1011 | დაამატა: admin | თარიღი: 25.11.2010

 
 

25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16 დღიანი საერთაშორისო - საინფორმაციო კამპანია დაიწყო.

 მიმდინარე წელს კამპანიის 20 წლისთავი აღინიშნება. კულტურულ ჰუმნიტარული ფონდი „სოხუმი" ყოველწლიურადაქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო კამპანიაში.

 კამპანიის ფარგლებში ქუთაისში, ზუგდიდში, ხობში, ხონში, წყალტუბოში, ფოთში, ოზურგეთში,სენაკში გაიმართა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული მდუმარე აქციები სლოგანით - „ძალადობა ბოროტებაა!"

 

ქუთაისი

 ქუთაისში აქცია ზუსტად 13 საათზე დაიწყო. ფონდმა „სოხუმმა" შეფობა აიღო ქუთაისის ცენტრში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე სკვერზე, რომელსაც ფონდის ინიციატივით „25 ნოემბრის სკვერი ეწოდა".

 კამპანიის ფარგლებში სწორედ ამ სკვერში გაიმართა მდუმარე აქცია, სადაც შეიკრიბნენ ფონდი „სოხუმის" თანამშრომლები, აქტივისტები, ლიდერი ქალები, მცირე მეწარმეები...

 თეთრ მაისურებში გამოწყობილი ქალთა დუმილი სლოგანებმა გაახმოვანა: „გავერთიანდეთ  ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ!" „წინ აღუდგეთ ძალადობას!" დარიგდა საინფორმაციო ფურცლები, კამპანიის ამსახველი პოსტერები.

აქციაზე იმყოფებოდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის, „რიონის", „მეგა - TV-ს" გადამღები ჯგუფები, ბეჭდური მედიის წარმომადგენლები: გაზეთი „ PS ", „ახალი ქუთაისი" .

აქციამ მოქალაქეთა ყურადღება მალე მიიპყრო. ბევრი მათგანი კამპანიის ისტორიითაც დაინტერესდა.

კატეგორია: აქციები | ნანახია: 1236 | დაამატა: admin | თარიღი: 25.11.2010

   
 

ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ფარგლებში, 14 საათზე, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ფონდი „სოხუმის" ორგანიზატორობით აქცია ჩატარდა. „ქალს უფლება აქვს იცხოვროს ძალადობის გარეშე", „ძალადობა ბოროტებაა". - თეთრ მაისურებში გამოწყობილი მდუმარე ქალების სათქმელს პლანშეტებსა და პოსტერებზე გამოსახული წარწერები ახმოვანებდნენ.

- ძალადობა, ვის მიმართაც არ უნდა ხორციელდებოდეს ბოროტებაა და უნდა აღმოიფხვრას.

- ძალადობასთან მიმართებაში საზოგადოება უნდა იყოს ფხიზლად! -

 მსგავსი რეპლიკები გამვლელებისგან ისმოდა.

აქციის დღეს დარიგდა კამპანიის ამსახველი საინფორმაციო ფურცლები, პოსტერები.

კატეგორია: აქციები | ნანახია: 1137 | დაამატა: moderatori | თარიღი: 25.11.2010

   
 

სენაკში, ქალთა მხარდაჭერის ცენტრში კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებით   ჩატარდა მრგვალი მაგიდა, თემაზე: "ქალები ძალადობის წინააღმდეგ” , რომელსაც  ესწრებოდნენ ფონდი „სოხუმის" აქტივისტები, დევნილი ქალბატონები, პედაგოგები, უფროსკლასელები და საკრებულოს წარმომადგენლები. გამოიკვეთა მოსაზრება, რომ ამ პრობლემის წინააღმდეგ  მთელი საზოგადოების კონსოლიდაციაა საჭირო.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: მრგვალი მაგიდები | ნანახია: 926 | დაამატა: moderatori | თარიღი: 25.11.2010

   
 

14 საათზე, ქალაქის ცენტრალურ სკვერში 50-ზე მეტი თეთრმაისურიანი ქალი შეგროვდა. დუმილის მიუხედავად საზოგადოებამ კარგად გაიგო აქციის მიზანი, რომელიც სლოგანებში გამოიხატა: „ბოლო მოვუღოთ ქალთა მიმართ ძალადობას!"

დარიგდა საინფორმაციო ფურცლები, პოსტერები.

კატეგორია: აქციები | ნანახია: 1134 | დაამატა: moderatori | თარიღი: 25.11.2010

   
 

მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილმა 30-ამდე თეთრმაისურიანმა ქალბატონმა მაშინვე მიიპყრო საზოგადოების ყურადღება. მდუმარე აქციამ საზოგადოებას ამცნო ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანიის დაწყება. მონაწილეობა მიიღეს ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა, ლიდერმა ქალებმა.

გამვლელებს დაურიგდათ საინფორმაციო ფურცლები, პოსტერები. აქცია გაშუქდა ადგილობრივი ტელეკომპანია „ოდიშის" მიერ.

კატეგორია: აქციები | ნანახია: 1019 | დაამატა: moderatori | თარიღი: 25.11.2010

   
 

კამპანიის ფარგლებში აქცია ჩატარდა ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც მიეძღვნა ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16 დღიან კამპანიას. 

„ბოლო მოვუღოთ ქალთა მიმართ ძალადობას!" - ფონდი „სოხუმის" აქციას შეურთდნენ და მხარდაჭერა გამოუცხადეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, გაზეთ „გურია ნიუსისა" და „ალიონის" ჟურნალისტებმა. აქციის მსვლელობისას დარიგდა კამპანიის ამსახველი პოსტერები, კალენდრები, ბუკლეტები.

კატეგორია: აქციები | ნანახია: 1040 | დაამატა: moderatori | თარიღი: 25.11.2010

   
 

ხობის ცენტრში  - კინოთეატრ თუთარჩელას წინ „მზეჭაბუკის" მემორიალთან ძალადობის წინააღმდეგ მიმართული აქცია გაიმართა  სლოგანით - ბოლო მოვუღოთ ქალთა მიმართ ძალადობას!"

აქციაში 30 -მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მონაწილეობდნენ ფონდი „სოხუმის" აქტივისტები, ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები, სხვადასხვა სკოლების პედაგოგები.  ჟურნალისტები ადგილობრივი პრესიდან „ხობის მოამბე". მონაწილეებს თეთრი  მაისურები ეცვათ წარწერით - თანაბარი უფლებები თანაბარი შესაძლებლობები!

აქციამ საზოგადოების დიდი დაინტერესება გამოიწვია. ჩაერთნენ სხვადასხვა ასაკის ადამიანები. მსვლელობას აკვირდებოდა ადგილობრივი პოლიცია.

მართალია, მონაწილეებმა ბოლომდე ვერ შეძლეს დაეცვათ აქციის მთავარი პრინციპი - დუმილით გამოეხატათ პროტესტი ძალადობის მიმართ. მდუმარე აქციამ ხობში ჟრიამულით ჩაიარა და საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა - ძალადობა ბოროტებაა!

კატეგორია: აქციები | ნანახია: 1079 | დაამატა: moderatori | თარიღი: 25.11.2010

   
 

კამპანიის ფარგლებში ფონდი „სოხუმის" ქევრ ქალბატონებმა  აქცია წყალტუბოშიც გამართეს. თეთრმაისურებში გამოწყობილმა ქალებმა მდუმარე აქციით მიიქციეს საზოგადოების ყურადღება.

„ძალადობა ბოროტებაა!" „წინ აღვუდგეთ ძალადობას!" -  აქციის სლოგანებმა გამვლელთა  დაინტერესება გამიწვია. ჩერდებოდნენ მანქანები, ფეხით მოსიარულეები, კითხულობდნენ აქციის მიზანს და მონაწილეებს ღია მხარდაჭერას უცხადებდნენ.

კატეგორია: აქციები | ნანახია: 995 | დაამატა: moderatori | თარიღი: 25.11.2010

ფონდი „სოხუმის" 16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გამოირჩევა ტელე-მედიაში საინფორმაციო-საგანმანათლებლო მუშაობის, სოციალური რეკლამების ინტენსიურობით.

 

25 ნოემბერს- „რიონის" პირდაპირ ეთერში გავიდა სატელევიზიო „თოქ-შოუ".

10 დეკემბერს, როგორც კამპანიის ბოლო აკორდი, ასევე იგეგმება ტელედისკუსია.

25 ნოემბრის აქციების შესახებ სიუჟეტები გავიდა საზოგადოებრივი მაუწყებლის, რეგიონალური ტელეკომპანიების- „რიონის", „მეგა TV"-ს, ფოთის „ფაზისის" ეთერში.

27 ნოემბერი - ფონდი „სოხუმის" ახალგაზრდული ფორუმ-თეატრის შესახებ გაკეთებული ფილმი „რიონის" ეთერით.

28 ნოემბერი - ფილმი „ერთ ჩვეულებრივ დღეს" „რიონის" ეთერით.

5 დეკემბერი -ფილმი  „ფორუმ- თეატრი" ფოთის "ფაზისის" ეთერით.

 

მთელი კამპანიის განმავლობაში იტრიალებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ფონდის მიერ გადაღებული სოციალური სატელევიზიო რგოლი.

არაძალადობრივი ცნობიერების პროპაგანდის მიზნით სოციალური რეკლამები  მთელი წლის განმავლობაში ტრიალებს „რიონის", „მეგა TV"-ს ეთერში.

 

კატეგორია: კამპანიები | ნანახია: 1024 | დაამატა: moderatori | თარიღი: 25.11.2010

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 49
სტუმარი: 49
მომხმარებელი: 0