კვირა, 24.11.2024, 00:40
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2010 » ნოემბერი » 29

ქუთაისში, წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ლიდერი გოგონების მიერ ფონდი „სოხუმის" ახალგაზრდების მიერ გადაღებული ფილმის „ერთ მშვენიერ დღეს" ჩვენება- განხილვა მოეწყო. დასაწყისში წამყვანებმა ისაუბრეს ძალადობის  საერთაშორისო კამპანიაზე, რის შემდეგაც ფილმის ჩვენება მოეწყო. 

ფილმის მთავარ გმირს რთული სიტუაცია აქვს ოჯახში - მამა ლოთი ჰყავს. სწორედ ეს სტატუსი ხელს უშლის მას და ვერ ახერხერხებს თანატოლებთან ურთიერთობას. საბოლოოოდ გარიყული და მარტოსული რჩება.

განხილვისას აუდიტორიამ მიიჩნია, რომ ძალადობის პრობლემა შედარებით გაზვიადებულია, ფილმში ნაჩვენებია ფსიქოლოგიური ზეწოლა, რაც არ შეიძლება ჩაითვალოს ძალადობად.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1104 | დაამატა: admin | თარიღი: 29.11.2010

კამპანიის ფარგლებში ფონდი „სოხუმის" ფორუმ-თეატრმა ქუთაისის 31-ე სკოლაში ჩაატარა წარმოდგენა, რომელსაც 40-ზე მეტი მაღალკლასელი დაესწრო. ასევე ესწრებოდა სკოლის დირექტორი და რამდენიმე პედაგოგი.

წარმოდგენის შემდეგ მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ განხილვაში, რამდენიმე სცენა საკუთარი ალტერნატიული ვარიანტითაც შეცვალეს და პრობლემის მოგვარების გზები დასახეს.

მონაწილეთა აზრით, ძალადობის პრობლემის განხილვა ფორუმ-თეატრის მოდელით საკმაოდ ეფექტურია. მათი თქმით, „ყველაფერი შენს თვალწინ ხდება და შენდა უნებურად გიჩნდება სურვილი ჩაერთო და  წინ აღუდგე სხვადასხვა ფორმით გამოხატულ ძალადობას".

კატეგორია: ფორუმ-თეატრები | ნანახია: 1080 | დაამატა: admin | თარიღი: 29.11.2010

ზუგდიდში, ხურჩას ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ფონდი „სოხუმის" ფსიქოლოგის შეხვედრა მოეწყო დევნილ ქალებთან. მონაწილეებმა პირველად მოისმინეს ინფორმაცია ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანიის შესახებ. ისაუბრეს ძალადობის ფორმებზე. მონაწილეთა  აზრით ისინი კონფლიქტისპირა სოფელში ცხოვრობენ და მუდმივად არიან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლნი, რადგან საფრთხის ქვეშ უწევთ ცხოვრება.

 პარალელურად იმავე ცენტრში ფონდი „სოხუმის" იურისტმაც გამართა კონსულტაციები დევნილ ქალებთან. მონაწილეებს დაურიგდათ კამპანიის ამსახველი პოსტერები, კალენდრები, საინფორმაციო ფურცლები. მიეწოდათ ინფორმაციები 16-დღიან კამპანიაზე.

შეხვედრის მეორე ნაწილში იურისტმა მონაწილეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 961 | დაამატა: moderatori | თარიღი: 29.11.2010

კამპანიის ფარგლებში ქუთაისის სოს- ბავშვთა სოფელს ფონდი „სოხუმის" ექსპერტ-იურისტთა ჯგუფი ესტუმრა.

 შეხვედრას ესწრებოდა 14 დედა-აღმზრდელი. საუბარი წარიმართა ოჯახური ძალადობის თემაზე: არიან თუ არა ისინი ინფორმირებულნი ამ საკითხებზე. რამდენად აქტუალურად მიიჩნევენ ოჯახური ძალადობის პრობლემას.

დაისვა შეკითხვები შეხვედრის მონაწილეთა მხრიდანაც, რასაც იურისტების კომპეტენტური პასუხები მოჰყვა.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1003 | დაამატა: moderatori | თარიღი: 29.11.2010

ფონდ „სოხუმში" ახალგაზრდა გოგონები შეიკრიბნენ. შეხვედრის თემა იყო: დევნილთა უფლებები. მონაწილეებისთვის საინტერესო აღმოჩნდა ინფორმაცია 16-დღიან კამპანიაზე , დაისვა არაერთი შეკითხვა კამპანიასთან დაკავშირებით.

 თემის განხილვისას აღინიშნა, რომ დევნილთა უფლებები ხშირად ირღვევა. გულისტკივილით ითქვა, რომ იმ ახალგაზრდებმა, რომლებიც ამჟამად გალში ცხოვრობენ, საერთოდ არ იციან საკუთარი უფლებები. დაიგეგმა, ინტერნეტით მეტი კონტაქტები ჰქონდეთ აფხაზეთში მცხოვრებ ახალგაზრდებთან, რაც ხელს შეუწყობს ურთიერთობის გაღრმავებას.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 999 | დაამატა: moderatori | თარიღი: 29.11.2010

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 53
სტუმარი: 53
მომხმარებელი: 0