ოთხშაბათი, 24.04.2024, 05:49
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2010 » ნოემბერი » 22

ზუგდიდის ამომჩეველ ქალთა კლუბს ახალი წევრები დაემატნენ - იურისტები, უმაღლესი სასწავლების პედაგოგები, მრავალშვილიანი დედები, გაიზარდა  აფხაზეთიდან დევნილი ქალების რიცხვიც.

კლუბის წევრებმა რეგიონში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს - ჯგუფურ მუშაობაში გამოიკვეთა ყველაზე მტკივნეული პრობლემები - დაუსაქმებლობა, სამედიცინო მომსახურების ხელმიუწვდომლობა, დარღვევები სადაზღვევო სისტემაში. აღინიშნა, რომ  პოლისების არქონის გამო პრობლემები ექმნებათ მშობიარე ქალებს.

დაისვა დევნილთა ინტეგრაციის, მრავალშვილიანი ოჯახების, მარტოხელა დედების საკითხიც. სამეგრელოში, ისევე როგორც საქართველოს სხვა რეგიონებში აქტუალურია მიგრაციისა და ოჯახური ძალადობის პრობლემაც.

არსებული პრობლემების გადასაწყვეტად შეხვედრის მონაწილეები პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალის როლის ამაღლებაზე საუბრობენ.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 1049 | დაამატა: admin | თარიღი: 22.11.2010

22 ნოემბერს  რადიო „ძველი ქალაქის" ეთერით ფონდი „სოხუმის" გადაცემათა ციკლის - „ქალი და პოლიტიკა" - პირველი სიუჟეტი გავიდა.

რადიოგადაცემაში გაჟღერდა ინფორმაცია პროექტის ახალი ეტაპის შესახებ, რომლის ერთერთი მთავარი მიზანია ქალთა პოლიტიკური შესაძლებლობების გაუმჯობესება მომდევნო არჩევნებისათვის, ამომრჩეველ ქალთა კლუბების გაქტიურება და გაფართოება, ქალთა საკითხების გადაწყვეტის ლობირება.

 მსმენელმა მოისმინა ინტერვიუები რუსუდან კერვალიშვილთან, ნინო ციხისთავთან. ეს უკანასკნელი მიიჩნევს, რომ „პრობლემაა, რომ ჩვენ არა გვაქვს ჩამოყალიბებული პოლიტიკური ნება, რომელიც საქართველოში მოღვაწე ქალებს საშუალებას მისცემს, თანაბრად მიიღონ მონაწილეობა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში". - ნინო ციხისთავი, კავკასიის ქალთა ქსელის თავმჯდომარე.

ქ-ნი რუსუდან კერვალიშვილი, რომელიც პარალელურად პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარეა, დარწმუნებულია, რომ „ქართულ პოლიტიკას  მანდილოსნების სიმრავლე სჭირდება". 

გორის რაიონის სოფელ კარალეთის მკვიდრი ხათუნა ხათაშვილი ბოლო არჩევნებში იყრიდა კენჭს. ის მიიჩნევს, რომ საარჩევნო კოდექსში ბევრი რამაა გადასახედი, თუ გვინდა ქალებისთვის თანაბარი პირობების შექმნა.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: რადიოგადაცემები | ნანახია: 1101 | დაამატა: admin | თარიღი: 22.11.2010

22 ნოემბერს, ხურჩაში (ზუგდიდის რაიონი, აფხაზეთის საზღვრისპირა ზონა) ქალთა მხარდაჭერის ცენტრში შედგა დებატები თემაზე: "ფსიქო-სოციალური  გარემო და ოჯახური კლიმატი - ოჯახში ძალადობის კონტექსტი”.

თემა შერჩეული იქნა ტრენინგზე გამოკვეთილი აქტუალური საკითხებიდან გამომდინარე. შეხვედრას ესწრებოდნენ  პედაგოგები, უფროსკლასელები, სამედიცინო სპექტრის წარმომადგენლები და ქალბატონები,  რომლებიც შეხვედრისთვის მოვიდნენ  მოსაზღვრე სოფლებიდან - ნაბაკევიდან, კოკიდან და ხურჩიდან.

დებატები დაიწყო  ფასილიტატორისა და მოწვეული ექსპერტების მიერ ინფორმაციის მიწოდებით.

დამსწრე საზოგადოება მალევე ჩაერთო დებატების პროცესში. მიწოდებული ინფორმაციის ფონზე ძალიან საინტერესო დისკუსიები გაიმართა და გამოიკვეთა მოსაზრებები თემის ირგვლივ: არსებული სოციალური-პოლიტიკური სიტუაცია განსაზღვრავს ადამიანთა არსებობის პირობებს. ამ საზოგადოებას კი, ფაქტიურად,  გაუკონტროლებელ ტერიტორიაზე უწევს ცხოვრება, რაც ბევრ პრობლემას წარმოქმნის. მათი მოსაზრებით, ოჯახურ კლიმატზე დიდ გავლენა ახდენს დამოკიდებულებები-ალკოჰოლზე, ნარკოტიკებზე, აზარტულ თამაშებზე. რაც, მათი თქმით, აქ ფაქტიურად, არაკონტროლირებადია. "ჩვენი ახალგაზრდობა დაღუპა მიმბაძველობამ, თითქოს ამას ყველაფერს თვითდამკვიდრებისთვის აკეთებენ”. "ჩვენც სტრესულ სიტუაციაში ვართ - ექიმები, ექთნები, მასწავლებლები. უსაფრთხოების არანაირი გარანტია არ არსებობს...”

არსებულ სიტუაციაში ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმაციის მიწოდება იმასთან დაკავშირებით, თუ რა დამღუპველია ეს მიდრეკილებები. შეხვედრის მონაწილეებმა ერთობლივი თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს.

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: საზოგადოებრივი დებატები | ნანახია: 922 | დაამატა: moderatori | თარიღი: 22.11.2010

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0