მთავარი »
2010 » ნოემბერი » 25 » აქცია ფოთში (სამეგრელო)
17:29 აქცია ფოთში (სამეგრელო) |
ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ფარგლებში, 14 საათზე, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ფონდი „სოხუმის" ორგანიზატორობით აქცია ჩატარდა. „ქალს უფლება აქვს იცხოვროს ძალადობის გარეშე", „ძალადობა ბოროტებაა". - თეთრ მაისურებში გამოწყობილი მდუმარე ქალების სათქმელს პლანშეტებსა და პოსტერებზე გამოსახული წარწერები ახმოვანებდნენ.
- ძალადობა, ვის მიმართაც არ უნდა ხორციელდებოდეს ბოროტებაა და უნდა აღმოიფხვრას.
- ძალადობასთან მიმართებაში საზოგადოება უნდა იყოს ფხიზლად! -
მსგავსი რეპლიკები გამვლელებისგან ისმოდა.
აქციის დღეს დარიგდა კამპანიის ამსახველი საინფორმაციო ფურცლები, პოსტერები.
|
კატეგორია: აქციები |
ნანახია: 1138 |
დაამატა: moderatori
| რეიტინგი: 0.0/0 |