ოთხშაბათი, 27.11.2024, 18:14
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2010 » ნოემბერი » 26

კამპანიის ფარგლებში ქუთაისში, სატრაქტორო ქარხნის ადმინისტრაციულ შენობაში ჩასახლებულ დევნილებთან ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა. მოისმინეს ინფორმაცია კამპანიასთან დაკავშირებით. გადაეცათ ბუკლეტები, ბროშურები, ფონდი „სოხუმის" ჟურნალები.

შეხვედრის მონაწილეთა აზრით, ქალთა მიმართ ძალადობა სერიოზული პრობლემაა და მიესალმებიან იმ ფაქტს, რომ მიეცათ საშუალება შეუერთდნენ მსოფლიო საინფორმაციო კამპანიას. 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1106 | დაამატა: admin | თარიღი: 26.11.2010

მოძრავმა სადისკუსიო კლუბმა მოძრაობა ვანის მიმართულებით დაიწყო. დისკუსიის თემა  - „ქალის ადგილი საზოგადოებაში". დისკუსიაში ვანის №1 და №2 საჯარო სკოლის მეათე - მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

 დებატები საკმაოდ მწვავედ წარიმართა, მონაწილეებს თემასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსზრებები ჰქონდათ. მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი დისკუსია მათთან არასოდეს ჩატარებულა. გამოთქვეს სურვილი მსგავს ღონისძიებებში მომავალშიც მიიღონ მონაწილეობა.

კატეგორია: საზოგადოებრივი დებატები | ნანახია: 1037 | დაამატა: admin | თარიღი: 26.11.2010

ხონში, ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩატარდა მრგვალი მაგიდა, რომლის თემაც იყო: "დამოკიდებულება ნარკოტიკებზე, ალკოჰოლზე, აზარტულ თამაშებზე - ოჯახში ძალადობის კონტექსტი”. შეხვედრას ესწრებოდა დევნილი საზოგადოება, პედაგოგები, უფროსკლასელები, ჟურნალისტები, საკრებულოს წარმომადგენლები.

ექსპერტების მიერ მოწოდებულ ინფორმაციებზე გაიმართა დისკუსია. გამოიკვეთა საინტერესო მოსაზრებები: "რას აკეთებს საზოგადოება", „გარემო ძალიან ბევრს ნიშნავს, მარტო აღზრდა საკმარისი არაა..”

შეხვედრაზე დაფიქსირდა აზრი, რომ საჭიროა ახალგაზრდების ინფორმირება ამ საჭირბოროტო თემებზე, რათა გაიაზრონ თუ რა საფრთხეში იგდებენ თავს.

კატეგორია: მრგვალი მაგიდები | ნანახია: 1097 | დაამატა: admin | თარიღი: 26.11.2010

ქუთაისში, საბავშვო ბაღ „აისში" მცხოვრებ დევნილებს ფსიქოლოგი ესტუმრა. შეკრებილმა ქალებმა მიიღეს ინფორმაცია 16-დღიანი კამპანიის შესახებ. რის შემდეგაც აქტიურად დაიწყო დისკუსია - რამდენად აქტუალურია ძალადობის პრობლემა ჩვენს საზოგადოებაში.

დევნილმა ქალებმა აღნიშნეს, რომ მათ ირგვლივ ძალიან ხშირია ალკოჰოლიზმით გამოწვეული ძალადობა.

ფსიქორეაბილიტაციის შემდეგ მონაწილეებს დაურიგდათ ძალადობის საწინააღმდეგო საინფორმაციო ფურცლები, პოსტერები.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1104 | დაამატა: admin | თარიღი: 26.11.2010

სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ახალგაზრდა გოგონები შეიკრიბნენ. 16 დღიანი კამპანია ძალადობის წინააღმდეგ - ამ ინფორმაციით გაიხსნა ვორკშოპი. რის შემდეგაც მონაწილეებისგან წამოვიდა შეკითხვები კამპანიის ისტორიასთან დაკავშირებით.

მონაწილეებმა განსახილველად დასვეს საკითხი,- ირღვევა თუ არა დევნილთა უფლებები და რა უნდა გააკეთოს თითოეულმა ადამიანმა, რომ არ გახდეს ძალადობის მსხვერპლი.

მონაწილეებმა მიიღეს ფონდი „სოხუმის" მიერ  კამპანიის ფარგლებში მომზადებული საინფორმაციო ფურცლები, პოსტერები, კალენდრები, ბლოკნოტები.

კატეგორია: ვორკშოპები | ნანახია: 1079 | დაამატა: admin | თარიღი: 26.11.2010

ამომრჩეველ ქალთა ლიგის წევრებმა ფონდი "სოხუმის” იურისტებთან ერთად კიდევ ერთხელ ისაუბრეს ქალთა პრობლემებზე რომელთა მოგვარებაც საჭიროებს გარკვეულ საკანონმდებლო ცვილებებს.

ფორუმზე მოწვეულმა დასავლეთ საქართველოს 8 ქალაქის წარმომადგენლებმა, უამრავ პრობლემათა შორის შეარჩიეს ორი - დეკრეტული შვებულების გაზრდა ერთ წლამდე და უფასო მშობიარობა. იურისტების რეკომენდაციით მათზე მუშაობა ყველაზე რეალური იქნება.

მონაწილეებმა ისაუბრეს დასმული პრობლემების გადაჭრის მნიშვნელობაზე და მოსალოდნელ შედეგებზე.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1063 | დაამატა: admin | თარიღი: 26.11.2010

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 31
სტუმარი: 31
მომხმარებელი: 0