„16 დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ" არის საერთაშორისო კამპანია, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 1991 წელს. მასში უკვე ჩართულია 150-ზე მეტი ქვეყანა და 2000-ზე მეტი ორგანიზაცია. საქართველო კამპანიას 2001 წლიდან შეუერთდა. კამპანიის მთავარი ლოზუნგია „ბოლო მოვუღოთ ქალთა მიმართ ძალადობას". რომელიც ყოველწლიურად სპეციფიკური თემებით აღინიშნება.
მიმდინარე წელს გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის 20 წლისთავია. კამპანიის საერთაშორისო თემაა „მილიტარიზმსა და ძალადობას შორის კავშირის განსაზღვრა."
ფონდი „სოხუმი" ყოველწლიურად აქტიურად მონაწილეობს 16-დღიან კამპანიაში.
25 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე დასავლეთ საქართველოს მასშტაბით იგეგმება სხვადასხვა ღონისძიებები.
კამპანიის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებათა გეგმა შეგიძლიათ იხილოთ აქ>>>