22 ნოემბერს რადიო „ძველი ქალაქის" ეთერით მორიგი რადიომონოლოგები გავიდა.
ერთი ისტორია დევნილი ოჯახის პოსტკონფლიქტურ ყოფას, შეცვლილი სოციალური რეალობების შედეგად შერყეულ ოჯახურ ჰარმონიას ეხება...
მეორე ისტორია ძალიან ბევრ ადამიანს დააფიქრებს: „ადამიანი, რომელიც მიყვარდა, მასაც ვუყვარდი, ნარკომანი აღმოჩნდა...
მიყვარს და ხელს ვერ ვკრავ. რადაც არ უნდა დამიჯდეს, ვიბრძოლებ მისი გამოჯანმრთელებისთვის". - თუმცა სიუჟეტის გმირს გაცნობიერებული აქვს საკუთარი მდგომარეობის სირთულე...
გადაცემის დროს გაჟღერდა ინფორმაციები 16-დღიანი კამპანიის, მისი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღების შესახებ. |