საინტერესო ვითარებაში ჩაიარა ამომრჩეველ ქალთა კლუბმა წყალტუბოში. შეხვედრას ესწრებოდა კვინას კოორდინატორი საქართველოში მარი ვირდე (შვედეთიდან).
კლუბის წევრებმა წყალტუბოში არსებულ აქტუალურ პრობემებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ აუცილებელია ამ საკითხების ლობირება ადგილობრივ დონეზე.
კლუბის ერთ-ერთმა წევრმა მაია შალამბერიძემ, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კენჭს იყრიდა, იმ ბარიერებზე ისაუბრა, რომელიც ხელს უშლის ქალს მოვიდეს გადაწყვეტილების მიღების დონეზე და პოლიტიკაში საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს.
შეხვედრის მეორე ნაწილში სიტყვა შვედ სტუმარს გადაეცა:
- ბევრი მსმენია საქართველოზე, როგორც განვითარებად ქვეყანაზე, მოხარული ვარ,რომ მომეცა საშუალება უფრო ახლოს გავეცნო თქვენს პრობლემებს. პოლიტიკაში მუშაობის საკმაო გამოცდილება მაქვს, რასაც სიამოვნებით გაგიზიარებთ. ჩვენს ქვეყანაში გენდერული თვალსაზრისით კარგი მდგომარეობაა, რა თქმა უნდა ამ შედეგების მოსაპოვებლად უდიდესი შრომაა საჭირო. თქვენთან უკვე დაწყებულია ამ მიმართულებით მუშაობა. მთავარია იყოს სურვილი და შედეგიც მალე გამოჩნდება.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED) |