ხობის ცენტრში - კინოთეატრ თუთარჩელას წინ „მზეჭაბუკის" მემორიალთან ძალადობის წინააღმდეგ მიმართული აქცია გაიმართა სლოგანით - ბოლო მოვუღოთ ქალთა მიმართ ძალადობას!"
აქციაში 30 -მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მონაწილეობდნენ ფონდი „სოხუმის" აქტივისტები, ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები, სხვადასხვა სკოლების პედაგოგები. ჟურნალისტები ადგილობრივი პრესიდან „ხობის მოამბე". მონაწილეებს თეთრი მაისურები ეცვათ წარწერით - თანაბარი უფლებები თანაბარი შესაძლებლობები!
აქციამ საზოგადოების დიდი დაინტერესება გამოიწვია. ჩაერთნენ სხვადასხვა ასაკის ადამიანები. მსვლელობას აკვირდებოდა ადგილობრივი პოლიცია.
მართალია, მონაწილეებმა ბოლომდე ვერ შეძლეს დაეცვათ აქციის მთავარი პრინციპი - დუმილით გამოეხატათ პროტესტი ძალადობის მიმართ. მდუმარე აქციამ ხობში ჟრიამულით ჩაიარა და საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა - ძალადობა ბოროტებაა!