"ჩვენ უნდა წავიდეთ წინ - მოდერნიზაციისაკენ, ევროკავშირისაკენ! ჩვენი მთავარი მესიჯი საზოგადოების მიმართ სწორედ ეს არის", - არმაზ კახიძე, ახალი მემარჯვენეები.
ბათუმში გამართულ ამომრჩეველ ქალთა კლუბს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელი მამაკაცებიც ესწრებოდნენ: „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" - ავთანდილ ჩიხვაძე, „ახალი მემარჯვენეები" - არმაზ კახიძე და შალვა გოგოტიძე.
პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა რეგიონში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს და პრიორიტეტულ სფეროებზე გაამახვილეს ყურადღება: ჯანდაცვა, განათლება, დასაქმება, გზები, ტრანსპორტი.
აქცენტი მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გაკეთდა. აღინიშნა ისიც, რომ ბათუმის სარკრებულოში არც ერთი ქალი არ არის წარმოდგენილი. მიზეზად ახალი მემარჯვენეების წარმომადგენელი არმაზ კახიძე ქალთა მხრიდან პასიურობას ასახელებს.
შეხვედრის დასასრულს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა პოლიტიკაში მოსვლის მსურველ ქალბატონთა მისამართით ერთგვარი მოწოდებაც კი გააკეთეს - "დიდი სიამოვნებით მივიღებდით ქალბატონებს ჩვენს რიგებში".
ბათუმის კლუბის წევრი ქალბატონები იმედოვნებენ, რომ აჭარაში მოქმედ პოლიტიკურ პატიებს სულ მალე ქალბატონებიც შეუერთდებიან.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED) |