„ასეთი შეხვედრები აუცილებელია, რადგან ბევრი ახალი ინფორმაცია მივიღეთ არჩევნებთან დაკავშირებით. ამ მეთოდით უფრო მალე მოხდება საზოგადოების პოლიტიკური კულტურის ამაღლება”, - ქუთაისში ჩატარებული ვორკშოპის (სულ ოთხი ვორკშოპი ჩატარდა) ერთ-ერთი მონაწილის მოსაზრებას უმრავლესობა ეთანხმება, ვინაიდან ფიქრობენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ამომრჩევლის თანამონაწილეობა საარჩევნო პროცესებში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს არჩევას და მასში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდას ეხება.
შეხვედრებში მონაწილება მიიღეს სხვადასხვა პროფესიის ადამიანებმა (სულ 64 ქალი), მათ შორის ერთი ჯგუფი დევნილი ახალგაზრდებისაგან შედგებოდა .
ვორკშოპების თეორიული ნაწილი მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციები, ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში, წინასაარჩევნო კამპანია, დაფინანსება და ა.შ.
პრაქტიკული სავარჯიშოები გათვლილი იყო იმაზე, რომ მონაწილეებს კარგად გაეაზრებინათ ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილება და ბიუჯეტის გადანაწილება პრიორიტეტების მიხედვით.
ჩატარებული შეხვედების ანალიზმა აჩვენა, რომ მონაწილეების მხრიდან გაჩნდა მზაობა აქტიური მონაწილეობისა საარჩევნო პროცესებში. მნიშვნელოვანია, რომ მიიღეს საჭირო ინფორმაციები საკუთარ უფლებამოსილებაზე. როგორც ერთ-ერთმა მონაწილემ აღნიშნა: „არ ვიცოდი, რომ უფლება მქონდა, დავსწრებოდი საკრებულოს სხდომას და ჩავრთულიყავი ქალაქის ბიუჯეტის განხილვაში. სურვილი გამიჩნდა, უფრო აქტიურად ჩავერთო ამ პროცესებში".
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED) |