ხუთშაბათი, 25.04.2024, 18:39
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2010 » იანვარი » 12

ბათუმში ჩატარებული ამომრჩეველ ქალთა კლუბი ახალი 2010 წლიდან სასიამოვნო სიახლით დაიწყო - კლუბის ლიდერი, ინგა მებონია აღიარებულ იქნა წლის საუკეთესო  რადიო-ჟურნალისტად  და ცისო ჩხეიძე წლის საუკეთესო  რადიო-პროდიუსერად აჭარაში.  მილოცვების შემდეგ კლუბის წევრები აქტიურ სამუშაო რეჟიმში გადავიდნენ.

მონაწილეებმა ნახეს ფონდი „სოხუმის" მიერ მომზადებული ფილმი - „რთული არჩევანი - ქალი პოლიტიკაში".  ფილმის ჩვენების შემდეგ  გაიმართა დისკუსია. მონაწილეების აზრით აღნიშნული ფილმი საინტერესოა და მისი გმირები ბევრ მნიშვნელოვან შეკითხვაზე იძლევიან პასუხს: რატომ უნდა მოვიდეს ქალი პოლიტიკაში, რამდენად რთულია ქალისათვის არჩევანის გაკეთება მოვიდეს პოლიტიკაში.

დისკუსიისას აქცენტი გაკეთდა მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქალთა ჩართულობის გაზრდის აუცილებლობაზე. დაისახა სამომავლო გეგმები:

კლუბის წევრები თვლიან, რომ ეს წელი განსაკუთრებული აქტიურობით უნდა იყოს გამორჩეული. აღინიშნა, რომ აუცილებელია სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან  თანამშრომლობის რეჟიმში მუშაობა ქალი კანდიდატების გამოსავლენად და მომავალი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში  გენდერული სურათის შესაცვლელად.
კატეგორია: კლუბები | ნანახია: 1326 | დაამატა: admin | თარიღი: 12.01.2010

ფონდი "სოხუმის” წარმომადგენლების იანვრის თვის შეხვედრები პოლიტიკურ პარტიებთან მიზნად ისახავს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის  პარტიების მზადების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას და საარჩევნო სიებში მეტი ქალის ჩართულობის პროპაგანდას.

მორიგი შეხვედრა ჩატარდა საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ბათუმის ორგანიზაციაში. პარტიის ლიდერმა, მურმან დუმბაძემ ისაუბრა ადგილობრივ დონეზე მათი პარტიის წევრი ქალების პოლიტიკურ აქტიურობაზე და სამომავლო გეგმებზე არჩევნებისთვის მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, პარტიის წევრი ქალები განსაკუთრებულ მობილიზაციას ავლენენ არამარტო წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე გარკვეული გადაწყვეტილებების მიღების დროს.

პარტიის წარმომადგენლები თვლიან, რომ მათ პარტიაში გენდერული თანასწორობის პრინციპი დაცულია და შესაბამისად, არ ემხრობიან კვოტირების სისტემას. საარჩევნო სიების შედგენა ეფუძვნება პროფესიონალიზმს, ლიდერულ უნარ-ჩვევებს და განათლების მაღალ დონეს.   

შეხვედრაზე ხაზი გაესვა, პარტიის წევრი ქალების და ფონდი "სოხუმის” ამომრჩეველ ქალთა კლუბის თანამშრომლობის მნიშვნელობას. დაიგეგმა მათი მონაწილეობა კლუბის მომავალ შეხვედრებზე.

 

  

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1322 | დაამატა: admin | თარიღი: 12.01.2010

 
 

კატეგორია: პუბლიკაციები | ნანახია: 1147 | დაამატა: admin | თარიღი: 12.01.2010

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0