რადიო "ძველი ქალაქის” ეთერით მორიგი ანონიმური რადიომონოლოგები გავიდა. მსმენელი ქალების მორიგი ცხოვრებისეული დრამის მოწმე ხდება:
... თურმე შეიძლება ტკივილი ძალიან ახლობელმა ადამიანმა მოგაყენოს...
ოჯახური ძალადობა სწორედ ამიტომ არის ძალიან საშიში - ის ადამიანის ფუნდამენტალურ ღირებულებებს აუფასურებს, მოუშუშებელ ტკივილს აყენებს მას. სოციალური დეზორიენტაციის შედეგები კი უმძიმესია პიროვნებისთვის, მის ირგვლივ მყოფი ადამიანებისათვის.
მონოლოგებისთვის ერთგვარი ფონია ფონდი "სოხუმის” აუდიორგოლები, რომლებიც პერიოდულად ჟღერენ და მიზნად ისახავენ, მსმენელმა ძალადობის პრობლემის მთელი საფრთხე გააცნობიეროს.