ოთხშაბათი, 27.11.2024, 17:59
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2010 » იანვარი » 22

22 იანვარს პირველი ტელეგადაცემა ჩატარდა პროექტის ფარგლებში, რომელიც რეგიონალურ დონეზე ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და ამომრჩეველ ქალთა ლიგის მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

გადაცემის პირველ ნახევარში ნაჩვენები იყო ფონდის ტელეჟურნალისტების მიერ მომზადებული ტელესიუჟეტი, რომელიც კიდევ ერთხელ ახსენებდა მაყურებელს, რით იყო აღსანიშნავი  პროექტის განვლილი ეტაპი, რომელმა ღონისძიებებმა მოიტანეს ყველაზე თვალსაჩინო შედეგები, რა დასკვნები გაკეთდა, რა სტრატეგია იქნა არჩეული პროექტის ახალი ეტაპის წარმატებით წარმართვისათვის.

 ქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები (გადაცემის მონაწილეთა უმრავლესობას ისინი წარმოადგენდნენ) მიესალმებიან კლუბების გეოგრაფიის გაზრდას.

"ამომრჩეველ ქალთა კლუბებმა ქალური კონსოლიდაციის ნიმუში უნდა უჩვენონ საქართველოს ამომრჩეველს,”- ასეთი სურვილი გამოთქვეს მისმა წევრებმა.

 დისკუსიის თემა გახდა ზოგადად არჩევნების, როგორც უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური პროცესის მიმდინარეობა საქართველოში.

"შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენ ასე ადრე ვიწყებთ საუბარს 2010 წლის მაისის თვითმმართველობის არჩევნებზე. საქართველოს მომავალი დიდად არის დამოკიდებული იმაზე, როგორი იქნება  დემოკრატიის ნიშნული. ქალთა თანაბარი მონაწილეობა პოლიტიკაში მისი განსაზღვრის მნიშვნელოვანი ინდიკატორია. 

 

კატეგორია: TV გადაცემები | ნანახია: 1323 | დაამატა: admin | თარიღი: 22.01.2010

ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგი შეხვედრა ფონდი "სოხუმის” ოფისში ჩატარდა.

 „სამართლიანი არჩევნების" რეგიონალური წარმომადგენელი თეონა გოგიშვილი, რომელიც ამავე დროს ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრია, ორთვიანი ვიზიტით კოსოვოში იმყოფებოდა გრძელვადიან დამკვირვებლად. ქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა ინტერესით მოისმინეს ინფორმაციები, კოსოვოში მიმდინარე არჩევნებზე.

დაისვა არაერთი შეკითხვა, რამდენად დემოკრატიულად ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კოსოვოში, როგორი სახის დარღვევები დაფიქსირდა, რა სახის სიახლეები შეიძლება დაინერგოს ჩვენს ქვეყანაში.

თეონა გოგიშვილმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ გენდერული პრობლემები იქაც თვალშისაცემი იყო, რადგან საარჩევნო სიებში ქალთა სიმრავლე არ შეინიშნებოდა.

ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები თვლიან, რომ საზოგადოება დროულად უნდა იყოს ინფორმირებული პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო პროგრამებზე.

პარალელურად, გარკვეული სამუშაოები უნდა იქნეს ჩატარებული ქალთა ელექტორატთან, ქალი კანდიდატების მხარდასაჭერად.

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 1332 | დაამატა: admin | თარიღი: 22.01.2010

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 5
სტუმარი: 5
მომხმარებელი: 0