ბათუმში ჩატარებული ამომრჩეველ ქალთა კლუბი ახალი 2010 წლიდან სასიამოვნო სიახლით დაიწყო - კლუბის ლიდერი, ინგა მებონია აღიარებულ იქნა წლის საუკეთესორადიო-ჟურნალისტადდა ცისო ჩხეიძე წლის საუკეთესო რადიო-პროდიუსერად აჭარაში.მილოცვების შემდეგ კლუბის წევრები აქტიურ სამუშაო რეჟიმში გადავიდნენ.
მონაწილეებმა ნახეს ფონდი „სოხუმის" მიერ მომზადებული ფილმი - „რთული არჩევანი - ქალი პოლიტიკაში". ფილმის ჩვენების შემდეგგაიმართა დისკუსია. მონაწილეების აზრით აღნიშნული ფილმი საინტერესოა და მისი გმირები ბევრ მნიშვნელოვან შეკითხვაზე იძლევიან პასუხს: რატომ უნდა მოვიდეს ქალი პოლიტიკაში, რამდენად რთულია ქალისათვის არჩევანის გაკეთება მოვიდეს პოლიტიკაში.
დისკუსიისას აქცენტი გაკეთდა მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქალთა ჩართულობის გაზრდის აუცილებლობაზე. დაისახა სამომავლო გეგმები:
კლუბის წევრები თვლიან, რომ ეს წელი განსაკუთრებული აქტიურობით უნდა იყოს გამორჩეული. აღინიშნა, რომ აუცილებელია სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობის რეჟიმში მუშაობა ქალი კანდიდატების გამოსავლენად და მომავალი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გენდერული სურათის შესაცვლელად.