|
26 იანვარს, ქალაქ ფოთში, საკრებულოს საააქტო დარბაზში შედგა შეხვედრა, რომელზეც შეიკრიბნენ ფოთის ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო სექტორის, პოლიტიკური პარტიების, მას-მედიის წარმომადგენელი ქალები. შეხვედრა შედგა პროექტის - "საზოგადოების ინფორმირება კვლევის "დიალოგის პროცესი უსაფრთხოების გარანტიებზე ქართულ-აფხაზური კონფლიქტის კონტექსტში” გარშემო, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაცია "საერთაშორისო განგაში” აფინანსებს. ეს პროექტის ფარგლებში გამართული მეორე შეხვედრა იყო.
შეხვედრის ორგანიზატორებს აქვთ მიზანი, გააცნონ მონაწილეებს ქართველი და აფხაზი ექსპერტების კვლევები და საკითხის ირგვლივ საზოგადოებრივი დისკუსიების შედეგები კი თვალსაჩინო გახადონ სპეციალისტებისა და სახელისუფლებო სტრუქტურებისათვის.
ფოთში გამართულმა შეხვედრამ ქალთა სხვადასხვა ჯგუფების დამოკიდებულება განსაზღვრა ომის განუახლებლობის შესახებ ხელშეკრულებისა და ამ ხელშეკრულებით გასათვალისწინებელი პირობების მიმართ.
მონაწილეთა პოზიციით, კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის გზას ალტერნატივა არა აქვს, ამ გზაზე კი აუცილებელია არსებობა ხელშეკრულებისა, რომელიც განსაზღვრავს მხარეების ვალდებულებას, არ გამოიყენონ ძალა, დაიცვან ადამიანის უფლებები და ა.შ.
რა რისკებთან არის დაკავშირებული საქართველოსთვის ამ ხელშეკრულების დადება; ვინ უნდა იყვნენ მისი შესრულების გარანტები; რომელი მხარეები უნდა მოვიაზროთ მთავარ სუბიექტებად; რომელია ის პირობები, რომლებიც აუცილებლად უნდა ჩაიდოს ხელშეკრულებაში; რა წინადადებები, რეკომენდაციები აქვთ მათ საკითხის პოზიტიურად გადაწყვეტის საკითხში - ეს იყო ძირითადი საკითხები, რომელთა ირგვლივ გაიმართა დისკუსიები.
პროექტი ხორციელდება „საერთაშორისო განგაშის" (International Alert, დიდი ბრიტანეთი) მხარდაჭერით. |
კატეგორია:
შეხვედრები
|
ნანახია:
1287
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
26.01.2010
|
|
ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ქუთაისში, ხონში, წყალტუბოში სამი შეხვედრა ჩატარდა. იურიდიული კონსულტაციები მიიღეს სტუდენტებმა, მოსწავლეებმა, სხვადასხვა ასაკის დევნილმა ქალებმა.
იურისტი აღნიშნავს, რომ დევნილთათვის აქტუალურია განსახლების პრობლემა, ამიტომაც ისინი ძირითადად ამ საკითხებზე ითხოვენ კონსულტაციებს. მათთვის ასევე მნიშვნელოვანია სოციალური საკითხები, მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებული საკითხები. პენსიონრები ითხოვენ კონსულტაციებს დევნილთათვის სამუშაო სტაჟის აღდგენის წესებზე.
მოსწავლეები , სტუდენტები იურისტისგან საკუთარ უფლებებზე და იმ იურიდიულ დოკუმენტებზე იღებენ ინფორმაციებს, რომელიც უფლებათა დაცვას ემსახურება.
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით. |
|
|
- ქალთა უფლებები და მისი როლი მშვიდობის მშენებლობაში, რეზოლუცია 1325 - ამ და სხვა საკითხების განხილვით დაიწყო წყალტუბოში, ქალთა მხარდაჭერის ცენტრში გოგონებთან შეხვედრა.
„რაც დრო გადის, მით უფრო ვრწმუნდები, რომ ის თემები, რომელიც შეხვედრებზე განიხილება, საჭირო და მნიშვნელოვანია, რადგან გოგონებს უნდა ჰქონდეთ ცოდნა საკუთარ უფლებებზე, უნდა იცოდნენ რა სახის კანონები არსებობს, რათა ეს ყველაფერი შემდეგ პრაქტიკულადაც გამოიყენონ", - ეკა ქვაჩახია.
მონაწილე გოგონები თვლიან, რომ მსგავსი შეხვედრები ხელს შეუწყობს გოგონათა ინფორმირებას საკუთარ უფლებებზე და შეამცირებს ძალადობის ფაქტებს.
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით. |
კატეგორია:
შეხვედრები
|
ნანახია:
1316
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
26.01.2010
|
|
ამომრჩეველ ქალთა კლუბის შეხვედრა გაიმართა ხობში.
საკრებულოს წევრმა და ამომრჩეველ ქალთა კლუბის აქტიურმა ლიდერმა ქალბატონმა მანანა შულაიამ ფონდი „სოხუმის" მიერ გამოცემული სახელმძღვანელოს - ქალთა ლიდერობის ფენომენის პრეზენტაცია გააკეთა. აღნიშნა, რომ წიგნი შთამბეჭდავია და მისი გაცნობა ქალბატონებს ბევრ საინტერესო ინფორმაციას მიაწოდებს ქალთა ლიდერობის ფენომენზე.
ფონდი „სოხუმის" წარმომადგენლებმა კლუბის წევრებს კლუბის მუშაობისა და პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობის სტრატეგია წარმოუდგინეს.
პარალელურად განიხილეს ხობის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრთა სამუშაო გეგმაც,
- წლის განმავლობაში ქალბატონები არაერთ საინტერესო ღონისძიებას გეგმავენ: შეხვედრები წარმატებულ ქალებთან, პოლიტიკოსებთან, სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლებთან.
დაიგეგმა ამომრჩეველ ქალთა კლუბის გასვლითი შეხვედრები ხობის სოფლებში, მოსახლეობის პრობლემების უკეთ გასაცნობათ.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED) |
კატეგორია:
კლუბები
|
ნანახია:
1475
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
26.01.2010
| |