იანვრის თვეში DRC-ის პროექტის ფარგლებში 12 საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა ქუთაისისა და წყალტუბოსსხვადასხვა კოლექტიურ ცენტრებში.
შეხვედრებზე გაირკვა, რომ კოლექტიური ცენტრების უმრავლესობას სხვადასხვა სახის პრობლემები აწუხებს, რაც ძირითადად განსახლების საკითხებს უკავშირდება.
კმაყოფილებას გამოთქვამენ ყოფილი სასტუმრო „სათაფლიაში" მცხოვრები დევნილები, რომლებსაც შენობა გაურემონტეს და კერძო მფლობელობაში გადასცეს. მაგრამ გარკვეული პრობლემები იქაც არსებობს, რაც მათი თქმით, ფართის არასწორად განაწილებას უკავშირდება.
გაურკვეველ მდგომარეობაში არიან წყალტუბოს სანატორიუმებში მცხოვრები დევნილები.
საინფორმაციო შეხვედრები მომდევნო თვეშიც გაგრძელდება და დევნილები საჭირო ინფორმაციებს მიიღებენ განახლებასთან დაკავშირებით.
პროექტიხორცილდება შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (SIDA)-ს და დანიის ლტოლვილთა საბჭოს(DRC) მხარდაჭერით. |