ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ფსიქოლოგმა სამი შეხვედრა ჩაატარა, მასში მონაწილეობა მიიღო 30-ზე მეტმა ქალმა. შეხვედრას მოზარდებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც ფსიქოლოგის დახმარებით არტ-თერაპია გაიარეს.
შეხვედრებზე ქალები ფსიქოლოგთან ერთად დგამენ თეატრალურ წარმოდგენას და შორიდან აფასებენ რეალობას. უმკლავდებიან სიძნელეებს და იძენენ ცხოვრებისეულ უნარ-ჩვევებს. ასეთი პატარა წარმატებები კვებავს ქალებს და აძლევს მათ თვითდაჯერებულობას.