ხონში, ქალთა მხარდაჭერის ცენტრში კლუბის „მინდა ყველაფერი ვიცოდე აფხაზეთზე" შეხვედრა ჩატარდა.
საშობაო არდადეგების შემდეგ ეს იყო პირველი შეხვედრა. შეფასდა გასული წლის საქმიანობა. გოგონებმა კლუბის მუშაობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ისინი თვლიან, რომ ბევრი საინტერესო ინფორმაცია დაუგროვდათ, რაც მათთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან აფხაზეთის დავიწყების საშუალება არ ეძლევათ.
შეხვედრის დასასრულს გოგონებმა ისაუბრეს კლუბის მუშაობის მომავალ სტრატეგიაზე, შეიმუშავეს წინადადებები: რა სახის სიახლეები შეიძლება დაინერგოს, რა კუთხით უნდა გაიშალოს მუშაობა.