თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს დარბაზში ფონდი „სოხუმის" ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგი შეხვედრა გაიმართა.
შეკრებილები მიიჩნევენ, რომ ქალთა მეტი ჩართულობა პოლიტიკაში პოზიტიურ ცვლილებებს მოიტანს, რადგან ქალებისათვის პრიორიტეტული გახდება სოციალური პირობების გაუმჯობესება. ამომრჩეველ ქალთა კლუბმა თავისი მუშაობა უნდა გააძლიეროს ქალთა ელექტორატის წარმოსაჩენად და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კანდიდატ ქალთა მხარდასაჭერად.
კლუბზე გამოიკვეთა მომავალი კანდიდატიც. ფოთის საკრებულოს წევრი დარეჯან ცხვიტარია, რომელიც ამავდროულად ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრია - აღნიშნავს, რომ მზად არის ხელმეორედ ჩაერთოს და აქტიურად იბრძოლოს ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში გასამარჯვებლად.
შეხვედრაზე კლუბის მუშაობის სამომავლო სტრატეგიაზეც ისაუბრეს. გაკეთდა მცირე მონახაზი, თუ რა კუთხით უნდა გაძლიერდეს ამომრჩველ ქალთა კლუბის მუშაობა, რათა იყოს ეფექტური და შედეგებზე გათვლილი. |