პარასკევი, 26.04.2024, 02:49
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2010 » იანვარი » 12 » შეხვედრა რესპუბლიკური პარტიის ბათუმის ორგანიზაციაში
17:35
შეხვედრა რესპუბლიკური პარტიის ბათუმის ორგანიზაციაში

ფონდი "სოხუმის” წარმომადგენლების იანვრის თვის შეხვედრები პოლიტიკურ პარტიებთან მიზნად ისახავს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის  პარტიების მზადების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას და საარჩევნო სიებში მეტი ქალის ჩართულობის პროპაგანდას.

მორიგი შეხვედრა ჩატარდა საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ბათუმის ორგანიზაციაში. პარტიის ლიდერმა, მურმან დუმბაძემ ისაუბრა ადგილობრივ დონეზე მათი პარტიის წევრი ქალების პოლიტიკურ აქტიურობაზე და სამომავლო გეგმებზე არჩევნებისთვის მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, პარტიის წევრი ქალები განსაკუთრებულ მობილიზაციას ავლენენ არამარტო წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე გარკვეული გადაწყვეტილებების მიღების დროს.

პარტიის წარმომადგენლები თვლიან, რომ მათ პარტიაში გენდერული თანასწორობის პრინციპი დაცულია და შესაბამისად, არ ემხრობიან კვოტირების სისტემას. საარჩევნო სიების შედგენა ეფუძვნება პროფესიონალიზმს, ლიდერულ უნარ-ჩვევებს და განათლების მაღალ დონეს.   

შეხვედრაზე ხაზი გაესვა, პარტიის წევრი ქალების და ფონდი "სოხუმის” ამომრჩეველ ქალთა კლუბის თანამშრომლობის მნიშვნელობას. დაიგეგმა მათი მონაწილეობა კლუბის მომავალ შეხვედრებზე.

 

  

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1323 | დაამატა: admin | ტეგები: NED | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0