ოთხშაბათი, 27.11.2024, 18:16
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2010 » მარტი » 24 » ტელეგადაცემა
07:05
ტელეგადაცემა
 

24 მარტს ტელეკომპანია "რიონის” ეთერით გამართულ ტელეგადაცემაში საერთაშორისო ორგანიზაცია  INTERNATIONAL ALERT-ის ხელშეწყობით განხორციელებული პროექტის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოს შესახებ გაიმართა საუბარი. გადაცემას ფონდი "სოხუმის” მესვეურნი, ორგანიზაციის მიერ მოწვეული ექსპერტები, შეხვედრების მონაწილეები ესწრებოდნენ.

ტელესიუჟეტმა გადაცემის  დასაწყისში მოგვითხრო  პროექტის ფარგლებში ჩატარებულ შეხვედრების სერიაზე დასავლეთ საქართველოს ქალაქებსა და რაიონებში (ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი, ფოთი, ანასეული, ხურჩა, სენაკი), სადაც ფონდის მიერ მოწვეულმა ექსპერტებმა საზოგადოების სხვადასხვა სპექტრს (ინტელიგენცია, სტუდენტები, დევნილები, ჟურნალისტები, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები) ქართველი და აფხაზი ექსპერტების კვლევის შედეგები წარუდგინეს  ომის განუახლებლობის შესახებ ხელშეკრულებისა და უსაფრთხოების გარანტიების ირგვლივ. შეეცადნენ, დაეფიქსირებინათ საზოგადოებრივი დამოკიდებულება აღნიშნულ საკითხებთან მიმართებაში.

გადაცემაზე გაჯღერდა ის შეხედულებები,  რომლებიც ყველაზე ხშირად იყო დაფიქსირებული შეხვედრებზე.

"საზოგადოება ერთიანია იმაში, რომ ომი არ გვინდა. როდესაც ხელშეკრულების მიღებაზე მიდგება საქმე, საზოგადოების პოზიცია ორად იყოფა”.

"ცალსახად საკითხზე, რომ ხელშეკრულება საჭიროა, არავინ დაობს. ზოგადად, უნდა დაიწყოს დისკუსიები იმაზე, რა გზა იქნეს არჩეული საამისოდ”.

"რაღაც ფორმით, აფხაზებთან უნდა შევთანხმდეთ, ოღონდ მათი დამოუკიდებლობის ლეგიტიმაციის გარეშე”.

 "ხელისუფლებაშიც არ არის ართგვარი დამოკიდებულება საკითხისადმი".

"უსაფრთხოების გარანტიები ჩვენ უფრო რუსეთთან ურთიერთობისთვის გვჭირდება, მაგრამ აფხაზეთთან ამ საბაზისო დოკუმენტის არსებობა ნდობის აღდგენის უპირველესი მომენტია. თან სასურველია, ეს საქართველოს ინიციატივით მოხდეს და არა ევრო - ან სხვა - სტრუქტურების რეკომენდაციით”.

გადაცემის ბოლოს კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ფონდის მესვეურთა პოზიცია, რომლის მიხედვითად აუცილებლად გაგრძელდება საზოგადოების საკითხისადმი დამოკიდებულების შესწავლა, გაგრძელდება დისკუსიები, რაც მკვლევარებს საშუალებას მისცემს, გაკეთდეს საზოგადოებრივი პოზიციების ღრმა და საფუძვლიანი ანალიზი.
 
პროექტი ხორციელდება „საერთაშორისო განგაშის" (International Alert, დიდი ბრიტანეთი) მხარდაჭერით.

 

კატეგორია: TV გადაცემები | ნანახია: 1204 | დაამატა: admin | ტეგები: IA | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 35
სტუმარი: 35
მომხმარებელი: 0