კვირა, 24.11.2024, 01:06
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2010 » მარტი » 27 » ტრენინგის თემა - ოჯახში ძალადობის პრევენცია
06:45
ტრენინგის თემა - ოჯახში ძალადობის პრევენცია

ფონდი "სოხუმის” ტრენერთა ჯგუფმა ფოთში, ორგანიზაციის მიერ გახსნილ ქალთა მხარდაჭერის ცენტრში,  მორიგი საგანმანათლებლო ტრენინგ- სემინარი ჩაატარა.  თემა - ოჯახში ძალადობის პრევენცია.

სამიზნე ჯგუფს ძირითადად  ფოთში მცხოვრები დევნილები წარმოადგენდნენ. 

სამი დღის განმავლობაში საინტერესო და ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობდა, რომლის დროსაც მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, სხვადასხვა საგანმანათლებლო ბლოკებში მიეღოთ ინფორმაცია ოჯახში ძალადობის საკითხზე, კომუნიკაციასა და კონფლიქტის თეორიაზე, მიეღოთ ფსიქოლოგისა და იურისტის კვალიფიციური რჩევები. ამასთან,  გაეზიარებინათ ერთმანეთისათვის საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილება, ჯანსაღი  კომუნიკაციისა და ჰარმონიული ურთიერთობების შესახებ წარმოდგენები.

 "სასიამოვნოა, რომ გვაქვს საშუალება, გავუზიაროთ ერთმანეთს ჩვენი აზრები. გავაანალიზოთ, გადავაფასოთ ბევრი რამ, რაც აქამდე ძალიან მნიშვნელოვანი, ან პირიქით,  სულ უმნიშვნელო გვეგონა”...

"ბევრი ქალი ვიცი, რომელიც მსგავსი შეხვედრების შემდეგ სხვა თვალით შეხედავდა თავის ცხოვრებას, აუცილებლად შეეცდებოდა რაიმეს შეცვლას”...

ბენეფიციარებმა სურვილი გამოხატეს, გაგრძელდეს თანამშრომლობა ფონდთან, მეტი ადამიანი იქნეს ჩართული მსგავს ღონისძიებებში.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 1261 | დაამატა: admin | ტეგები: EED | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 40
სტუმარი: 40
მომხმარებელი: 0