ქუთაისში, სასტუმრო "იმერში” ლიდერთა სკოლის პირველი და მეორე
კურსის მონაწილეებს ტრენინგი ჩაუტარდათ თემაზე "ორგანიზაციული განვითარება”.
ტრენინგი დაიწყო ლიდერ ქალებთან შეხვედრით.
"ეფექტური კომუნიკაცია.
კონფლიქტები გუნდში და მისი გადაჭრის გზები”, - ამ თემის განხილვის შემდეგ ახალგაზრდები
ჩაუფიქრდნენ საკუთარ ჩვევებს და მათი გაუმჯობესების აუცილებლობაც დაინახეს.
"ტრენინგიდან მიღებული ინფორმაცია იმდენად კონკრეტული და
ამომწურავი იყო, რომ შეკითხვის დასმა არც მჭირდებოდა”, "სამი დღის განმავლობაში მიღებული
ცოდნა დამეხმარება, როგორც 16-დღიანი კამპანიის დროს დაგეგმილი ღონისძიებების კარგად
ჩატარებაში, ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაში”, - ასეთია პირველკურსელთა მოსაზრებები.
არასამთავრობო ორგანიზაციის მისიას, ფუნქციებს, ამოცანებს
და პროექტის წერის სტრუქტურას დიდი მონდომებით გაეცნენ დემოკრატიის კურსის მონაწილეები.
"ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნის იდეა ჯერ
კიდევ პირველ ტრენინგზე გაგვიჩნდა. ახლა მიღებული ცოდნა გამოგვადგება ჩვენი იდეის განხორციელებაში”,
- ამბობენ გოგონები.
ტრენინგის მესამე დღეს ლიდერთა სკოლის ორივე კურსი ერთად
შეიკრიბა, რათა ემსჯელათ კამპანიის დაგეგმვასა და ორგანიზაციაზე. შეხვედრა მეტად საინტერესო
და ორიგინალური გამოდგა, რადგან გოგონებს ერთად მუშაობისა და გამოცდილების გაზიარების
საშუალება მიეცათ.
პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL
KVINNA) მხარდაჭერით.
|