პარასკევი, 26.04.2024, 15:00
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2014 » მაისი » 4 » სუპერაქტიულები, ენერგიულები, ნიჭიერები, გონებამახვილები, მხიარულები - ასეთები არიან ლიდერთა სკოლის მონაწილეები
22:04
სუპერაქტიულები, ენერგიულები, ნიჭიერები, გონებამახვილები, მხიარულები - ასეთები არიან ლიდერთა სკოლის მონაწილეები

- კარგი გამოცდილება  მივიღე. კომუნიკაციის და გენდერის თემატიკამ ძალიან დამაინტერესა.

  • მოხარული ვარ, რომ მომეცა საშუალება, უფრო ღრმად ჩავწვდომოდი სოციოლოგიური კვლევის არსს და მეთოდოლოგიას.
  • აწი უფრო თამამად დავიცავ ჩემს მოსაზრებებს.
  • მიღებული ცოდნა გარკვეული პრობლემების გადაჭრაში დამეხმარება.

ასე შეაფასეს ლიდერ გოგონათა სკოლის პირველკურსელებმა პირველი ტრენინგი, რომელიც 2-3-4 მაისს, ქუთაისში, ფონდ „სოხუმში“ ჩატარდა.

ჯგუფი არაორდინალურია: 12  მოსწავლე, 7 - სკოლადამთავრებული, 5 - სტუდენტი...

24 ახალგაზრდა ქუთაისიდან, წყალტუბოდან, ხონიდან, ფოთიდან, სენაკიდან, ზუგდიდან, კოკიდან, განსხვავებული განათლებით და ცხოვრებისეული გამოცდილებით...

გოგონები დიდი მონდომებით ჩაერთნენ ტრენინგის მსვლელობაში. მწვრთნელებმა შეძლეს, კიდევ უფრო გასაგები გაეხადათ მათთვის ეფექტური კომუნიკაციის წესები, გენდერის არსი.  

სუპერაქტიულები, ენერგიულები, ნიჭიერები, გონებამახვილები, მხიარულები - ასე აფასებენ მწვრთნელები ტრენინგის მონაწილეებს.

სასარგებლოდ და სასიამოვნოდ გატარებული დღეები, - ასეთია სკოლის წევრთა აზრი.

ტრენინგის დასასრულს გოგონებმა მიიღეს საშინაო დავალება: მათ რეგიონში 10 დევნილი გოგონას გამოკითხვა და ჩაღრმავებული ინტერვიუ 3 ლიდერ ქალთან.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

 

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 746 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0