მაისიდან კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“ პარტნიორებთან - პედაგოგთა კავშირი „განათლება და სამყარო“ და მეწარმე ქალთა ფონდი - შეუდგა რეგიონალური პროექტის „სინერგია - დევნილთა გაძლიერება ჩართვისა და თანამშრომლობის გზით - აქტიური მუშაობა იგპ და ქალთა ჯგუფებთან არჩევნებისთვის მათი მომზადების მიზნით“ განხორციელებას იმერეთში (ქუთაისი, წყალტუბო) და სამეგრელოში (სენაკი, მენჯი) .
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია:
- ქუთაისის 12, წყალტუბოს 4 და სენაკის 2 კოლექტიურ ცენტრში (სულ 18 კოლექტიური ცენტრი) მცხოვრებ დევნილთა საჭიროებებისა და პრობლემების შესაწავლა;
- შეხვედრების ორგანიზება და გამართვა ქალ-კანდიდატებთან, რომლებიც წარმოადგენენ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიასა და ბლოკს: „ქართული ოცნება“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „თვითმმართველობა ხალხს“, არასაპარლამენტო ოპოზიცია (კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე), დავით თარხან-მოურავი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია”, შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია.
- საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება დევნილებთან მიღებული ინფორმაციის გავრცელებისათვის - ქუთაისში - 12 შეხვედრა, წყალტუბოში - 4 და სენაკში - 2 შეხვედრა.
პროექტის მიზანი:
- დევნილთა ინფორმირება ადგილობრივი თვითმმართველობის კანდიდატ ქალთა პროგრამების შესახებ და კანდიდატებისთვის დევნილთა პრობელმების გაცნობა
- დევნილთა ინფორმირებული საზოგადოების მხარდაჭერა ქალი კანდიდატების მიმართ გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის ქუთაისში, წყალტუბოსა და სენაკში.
|