შაბათი, 20.04.2024, 08:37
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2014 » მაისი » 21 » სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მეხუთე სხდომა
01:10
სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მეხუთე სხდომა

სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მეხუთე სხდომა მიეძღვნა გასულ თვეს საბჭოს წევრების მიერ ადგილობრივი გენდერული საჭიროებების მიზნით ჩატარებული კვლევის შედეგების ანალიზს.

- კვლევის წარმოდგენილი ანალიზი იძლევა ქალაქში ქალების წინაშე მდგარი პრობლემების სრულ სურათს. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ანალიზი მუშაობის მიმართულებას მისცემს არა მარტო გენდერულ საკონსულტაციო საბჭოს, არამდე სენაკის ადგილობრივ თვითმმართველობას, - აღნიშნა საბჭოს თავმჯდომარემ ნატალია ხუბუამ.

შეხვედრაში მონაწილეობდა ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრი ნატალია თოდუა, რომელმაც შეკრებილებს უამბო ქუთაისის საბჭოს მიერ ჩატარებული მუშაობის შესახებ და ისაუბრა კვლევებზე, რომლებიც ჩატარდა სკოლებში ბულინგის პრობლემის გამოვლენისა და საბავშვო ბაღებში გენდერული სიტუაციის გასარკვევად. მან ხაზი გაუსვა ძირითად პრობლემებს, რომლებიც გამოიკვეთა პედაგოგების, მოსწავლეებისა და მშობლების გამოკითხვის შედეგად.

ამ ინფორმაციის მოსმენის შემდეგ სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა აღნიშნეს, რომ სენაკის სასკოლო და სკოლამდელ დაწესებულებებშიც არ არის უკეთესი მდგომარეობა.

მაგრამ ამასთან ერთად ისიც დააფიქსირეს, რომ სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისა და პედაგოგებისათვის უფასოა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა - ეს ყურადსაღები  ინფორმაცია აღმოჩნდა ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოსთვის.

სხდომის მონაწილეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ერთობლივი ძალისხმევით გენდერული  საბჭოების ქსელი შეძლებს მოსახლეობის ბევრი საჭირბოროტო პრობლემის მოგვარებას.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 699 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0