მარტში ქუთაისში ჩატარდა 8 ჯგუფური შეხვედრა ფსიქოლოგთან, ორიც ინდივიდუალური (პრობლემა - როგორ დავიცვათ თავი მოძალადისგან). შეხვედრებს ესწრებოდა 75 ქალი 19-დან 58 წლამდე.
სამი ჯგუფური შეხვედრა და კონსულტაციები გაიმართა სენაკის, ქუთაისისა და ხურჩის (ზუგდიდის რაიონი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში, სადაც მონაწილეობა მიიღო 28-60 წლის ასაკის 34 ქალმა.
საუბრის თემა - ვინ ქმნის ამინდს ოჯახში - მამაკაცი თუ ქალი? როგორ იქმნება კერა?
პასუხი ყველამ იცის - სწორედ ქალი ქმნის განწყობას, რომელთანაც მამაკაცი სიამოვნებით მუშაობს ოჯახის საკეთილდღეოდ. მაგრამ ყოველთვის არ ხდება ისე, როგორც ვამბობთ.
ქალები მამაკაცებზე ემოციურები არიან, ეს თავისებურება გასათვალისწინებელია...
პარტნიორის მოსმენისა და გაგონების ნიჭი, ნიჭი თანაუგრძნო და დაუთმო და უბრალოდ გიყვარდეს - ეს არის ბედნიერების საწინდარი.
ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგი მანანა გოცირიძე თბილ ამინდს უსურვებს თქვენს სახლს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
|