ანონიმური რადიომონოლოგების ციკლი რადიო "ძველი ქალაქის” ეთერით მორიგი მძიმე ისტორიებით გაგრძელდა.
I მონოლოგი დილემის წინაშე აღმოჩენილი ქალის ამბავს გვიყვება:
...მისი გადაწყვეტილება, გაეჩინა შვილი, მეუღლის სახლიდან წასვლის მიზეზი გახდა. შვიდი წელი მის შესახებ არაფერი იცოდა, შემდეგ კი ქმარი გამოჩნდა და შერიგება სთხოვა. მარტოობით დაღლილი ქალი უარზე არ არის, მაგრამ ბავშვს გაგონებაც კი არ უნდა მამის სახელისა...
I I მონოლოგი კიდევ ერთხელ გვაფრთხილებს იმის შესახებ, რომ ოჯახში, რომელიც ქალის სურვილის გარეშე იქმნება, ჰარმონია არასოდეს დაისადგურებს.
...მთელი ცხოვრება გაყვა ის ტრავმა. უსასოობის, დამცირების, შეურაცხყოფის შეგრძნება. მის ფსიქიკას საშინელი დაღი დაასვა ეგრეთ წოდებული"მეუღლის” გაუგონარმა თავხედობამაც, მშობლების უსულგულობამაც, რომელთაც გული ვერ გაულღო მისმა ცრემლებმა და მუდარამ - ‘’აქ ნუ დამტოვებთ!” სული გაუცივდა!
ფონდის სოციალური კლიპები კიდევ ერთხელ ახსენებენ მაყურებელს ოჯახში ძალადობის პრობლემის სიმწვავეს...
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.