მთავარი »
2014 » მაისი » 27 » ფსიქოლოგის კონსულტაციები წყალტუბოს, ფოთისა და ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში
22:59 ფსიქოლოგის კონსულტაციები წყალტუბოს, ფოთისა და ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში |
|
წყალტუბოს (2 მაისს), ფოთის (22 მაისს) და ხონის (27 მაისს) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ჩატარდა ფსიქოლოგის კონსულტაციები აქტუალურ საკითხებზე, ძირითადად - არასრულფასოვნების კომპლექსით გამოწვეული კომუნიკაციის სირთულებზე. შეხვედრებს ესწრებოდა 45 ბენეფიციარი.
პრობლემის, ფაქტების, კონკრეტული სიტუაციების განხილვისა და ანალიზის შემდეგ, ქალბატონებმა ფსიქოლოგის მხრიდან მიიღეს რეკომენდაციები, თუ როგორი ფორმით არის შესაძლებელი მუშაობა საკუთარ თავთან ამ კომპლექსის დასაძლევად და იმ უხერხულობის მოსახსნელად, რაც მათ ხელს უშლით თავისუფალ კომუნიკაციაში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
|
|
კატეგორია: კონსულტაციები |
ნანახია: 740 |
დაამატა: admin
| რეიტინგი: 0.0/0 |