აპრილში ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, სენაკის, ფოთის, ხურჩას ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში გაიმართა ჯგუფური შეხვედრები ფსიქოლოგთან. მონაწილეობა მიიღო 83- მმა ქალმა.
ხურჩა აფხაზეთის საზღვრისპირა ადმინისტრაციული ერთეულია. ერთ-ერთმა იქ მაცხოვრებელმა ქალმა ასეთი რამ გვითხრა: „ როცა ისვრიან, მაშინ მშვიდად მძინავს, ამ დროს თავს დაცულად ვგრძნობ, სიწყნარე მაშინებს." ამ ქალისათვის ომი ჯერ არ დამთავრებულა.
„ყველას შეუძლია იცხოვროს თავისი ცხოვრებით, მაგრამ აშინებს ხალხის აზრი, ეს ზღუდავს და არ აძლევს თავისუფლებას. "
ფსიქოლოგის რჩევები:
„გარეგნულად მოვლილად გამოიყურებოდე, ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, შინაგანად იყო მშვიდი და მხიარული".
მოუარეთ და გაუფრთხილდით ოჯახს , მაგრამ ნუ დაივიწყებთ საკუთარ თავს.
დაეხმარე ოჯახის წევრებს, მაგრამ ნუ აიღებ ყველას პრობლემას საკუთარ თავზე.
შეხედეთ პრობლემებს ცოტა მსუბუქად და ნუ დაიტვირთავთ თავს ზედმეტი ემოციებით.
როცა რაღაცა გაწუხებთ, ილაპარკეთ ამაზე.
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით. |